,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 237
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 29/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 04/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.05.002.002
  • Word
237
29/05/2003
სსმ, 53, 04/06/2003
010.240.030.05.002.002
,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №237

2003 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის 14 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში ორგანიზაციული და სტრუქტურული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის 14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება:

დებულების V თავის მე-19 მუხლს დაემატოს კახეთის რეგიონალური სამმართველო და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო;

გ) ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო;

დ) დასავლეთის რეგიონის მთავარი სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო;

ვ) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ზ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

კ) კახეთის რეგიონალური სამმართველო”.

ე. შევარდნაძე