დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 25/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №390
2003 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა წახალისების ღონისძიებათა სრულყოფის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2002 წლის 15 იანვარი №4, მუხლი 36) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
III თავის მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1”, „ზ2” და „ზ3” ქვეპუნქტები:
„ზ1) სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, აჯილდოებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით;
ზ2) სამინისტროს თანამშრომლების, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, დაჯილდოების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს (მედლებს და სამკერდე ნიშნებს), აგრეთვე სიგელებს; ამტკიცებს დებულებებს ასეთი ჯილდოების, სიგელების და მათი აღწერილობის შესახებ; ქმნის ჯილდოების და ფასიანი საჩუქრების (მათ შორის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის) ფონდს;
ზ3) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში;“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები