დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 57-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.018226 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან. |
ქუთაისი, 1 დეკემბერი 2016 წ. N57-Iს |
დოკუმენტის კომენტარები