დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველს საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 თებერვლის №38 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/03/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 22/04/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.050.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №110
2004 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 თებერვლის №38 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატის სისტემის ორგანიზაციული და სტრუქტურული სრულყოფის მიზნით:
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 თებერვლის №38 (სსმ III, 2004 წ., №12, მუხ. 110) ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მომუშავეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 50 საშტატო ერთეულით, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის – 8 საშტატო ერთეულით და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის – 20 საშტატო ერთეულით.”;
ბ) ბრძანებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციისა და საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის კომუნალური, საკანცელარიო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო მომსახურება.”;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს და განსახილველ საკითხთა შესახებ წარუდგენს პრეზიდენტს ალტერნატიულ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;”;
დ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი”;
ე) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.”;
ვ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:”;
ზ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მოადგილეების კომპეტენციებს აპარატთან ურთიერთობების საკითხებში განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.”;
თ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია დეპარტამენტები. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი. დეპარტამენტის დირექტორს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.”;
ი) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატში საქმისწარმოებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, პრეზიდენტის შესაბამისი გრიფის მქონე აქტების რეგისტრაცია, აპარატის უზრუნველყოფა საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებში. ვებგვერდების შექმნა. დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლს. დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას.”;
კ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვა წევრი ან პრეზიდენტისგან საგანგებოდ უფლებამოსილი პირი.”;
ლ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კოორდინაციას უწევს კომისიების საქმიანობას. მას უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.”;
მ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის
საშტატო განრიგი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი | 1 | 665.00 |
| 2 | სულ: | 1 |
|
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე | 3 | 630.00 |
|
| სულ: | 3 |
|
თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 490.00 |
| 3 | განყოფილების უფროსი | 1 | 430.00 |
| 4 | მთავარი მრჩეველი | 6 | 430.00 |
|
| სულ: | 9 |
|
სამართალდაცვის და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 490.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | 4 | 430.00 |
|
| სულ: | 6 |
|
ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდინაციის დეპარტამენტი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 500.00 |
| 2 | მთავარი მრჩეველი | 3 | 430.00 |
|
| სულ: | 4 |
|
პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 1 | 490.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | 4 | 430.00 |
|
| სულ: | 6 |
|
საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | დეპარტამენტის დირექტორი | 1 | 500.00 |
| 2 | დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 2 | 490.00 |
| 3 | მთავარი მრჩეველი | 5 | 430.00 |
| 4 | სპეციალისტი | 13 | 220.00 |
|
| სულ: | 21 |
|
|
| სულ აპარატში: | 50 |
|
“
ნ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურის საშტატო განრიგი
| N | თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
|
| სამსახურის უფროსი | 1 | 500.00 |
|
| სამსახურის უფროსის მოადგილე | 1 | 480.00 |
|
| განყოფილების უფროსი | 3 | 430.00 |
|
| მთავარი მრჩეველი | 3 | 430.00 |
|
| სპეციალისტი | 12 | 220.00 |
|
| სულ სამსახურში: | 20 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები