შპს „New Road“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „New Road“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023038
  • Word
172
02/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
000000000.00.003.023038
შპს „New Road“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №172

2017 წლის 2 თებერვალი 

ქ. თბილისი

შპს „New Road“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების                         ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) მე-3 მუხლის 23-ე პუნქტისა და 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „New Road“ (ს/ნ: 441993112) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბანისა და სოფ. ქვედა სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოიპოვოს 178 350 (ას სამოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:       

 

X

Y

1

735017

4631521

2

734919

4631449

3

734665

4631411

4

734443

4631322

5

734302

4631362

6

734075

4631469

7

734126

4631519

8

734381

4631426

9

734428

4631430

10

734553

4631547

11

734696

4631577

12

734880

4631645

S = 11.89 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − შპს „New Road“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და შპს „New Road“-მა 178 350 კბ. მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 105 226,5 ლარის გადახდა.

4. შპს „New Road“-ის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. შპს „New Road“-მა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                          გიორგი კვირიკაშვილი