დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 465 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.380.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №465
2004 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის განვითარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მარტის №103 ბრძანებულებაში (სსმ III, 14.03.2002წ., №25, მუხლი 201) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. „სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების” VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად დაინიშნონ საქართველოს წარმომადგენლებად „სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი)” პროექტის „განხორციელების ხელშემწყობ კომისიაში” ნიკოლოზ ვაშაკიძე და გიორგი ვაშაყმაძე.“.
2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები