,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 26/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
  • Word
528
22/11/2004
სსმ, 137, 26/11/2004
010.340.000.08.002.003
,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №528

2004 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 23.07.2001 წ., №78, მუხლი 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები და II1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი II1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო თანამდებობები:

    მუხლი 71. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის დირექტორი.

    მუხლი 72. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ბ) განყოფილების უფროსი;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;

დ) მთავარი მრჩეველი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) წამყვანი სპეციალისტი.

    მუხლი 73. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი;

გ) ოპერატიული მორიგე;

დ) ბუღალტერი;

ე) მოლარე.“.

2. ბრძანებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი