საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1047-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018520
1047-IIს
16/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
090000000.05.001.018520
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 3321 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. თუ სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობა ან საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღნიშნული შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას ეს შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს ზეპირი მოსმენით.“.    

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 ივნისი 2017 წ.

N1047-IIს