საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1774-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016208
1774-Iს
15/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
010250000.04.001.016208
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“.

2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა, უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილისა.  

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

15 დეკემბერი 2017 წ.

N1774-Iს