დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1754-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.018707 |
|
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული პროდუქტი, ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, რომელიც მიიღება სასურსათო დანიშნულების ცხოველისგან;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) სასურსათო დანიშნულების ცხოველი − სურსათის წარმოების/სურსათად გამოყენების მიზნით გაზრდილი, მოშენებული, შენახული, მონადირებული, დაკლული ან შეგროვებული ცხოველი;“; გ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი: „ჯ1) საცალო ვაჭრობა − სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედება და სურსათის რეალიზაციის ადგილზე შენახვა ან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. საცალო ვაჭრობა მოიცავს სადისტრიბუციო ტერმინალებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, ორგანიზაციებში არსებულ კვების ობიექტებს, რესტორნებს, მაღაზიებს (მათ შორის, საბითუმო მაღაზიებს), სუპერმარკეტების სადისტრიბუციო ცენტრებს და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევ ობიექტებს;“; დ) „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური პროდუქტის, მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება; ჰ1) საცალო ვაჭრობის პუნქტი − ობიექტი, სადაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება;“; ე) „ჰ4“ და „ჰ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) რისკი − ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე; ჰ5) ვეტერინარი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ვ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ9) ეტიკეტი − სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ პროდუქტთან, მცენარეულ პროდუქტთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე, დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;“; ზ) „ჰ30“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი − მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი, სხვა მასალა ან/და არეალი, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით − საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში;“; თ) „ჰ38“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ38) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) (შემდგომ − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) − ცხოველის სხეული ან ცხოველის სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად;“; ი) „ჰ39“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ40“ ქვეპუნქტი: „ჰ40) განკარგვა − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება, გამოყენება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 4. მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური პროდუქტი, მცენარეული პროდუქტი, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელი − „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები − „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 6. 182 მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცხოველის დაკვლა მისი დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით; გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტის გადაადგილება და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−53 ნაწილები: „51. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, იგი ვალდებულია საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად. 52. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული, იმპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატი არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული ან გამოსაყენებლად უვარგისია ან დარღვეულია ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესი, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სააგენტოს მითითების შესაბამისად, საკითხის გარკვევამდე, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად. 53. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის 51 და 52 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.“. 7. 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის მცენარის სიჯანსაღეს;“. 8. 22-ე მუხლის: ა) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ბ) „გ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ე) მავნე ორგანიზმის გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მავნე ორგანიზმის გამოვლენა და მისი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა;“; გ) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ზ) მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;“; დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 9. 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება: ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.ბ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;“. 10. 261 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება: ა) რისკის შეფასებისათვის სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის, ქიმიური დამაბინძურებლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მასში ფიზიკური საფრთხის არსებობის შესწავლა ნიმუშის აღებით და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებით; ბ) ეტიკეტის, სურსათის/ცხოველის საკვების წარდგენისა და შენახვის პირობების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; გ) მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; დ) დოკუმენტური შემოწმება.“. 11. 262 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება: ა) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს: ა.ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის შესაფასებლად; ა.ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად ცხოველის იდენტიფიკაცია − ცხოველის რეგისტრაციის, მისი სადგომის/დროებითი სადგომის, ვეტერინარული სამსახურის საქმიანობისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემოწმება. 2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) რისკის შესაფასებლად სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას; ბ) ვეტერინარული პრეპარატის ნიმუშის აღებას; გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას; დ) ცხოველის საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას.“; ბ) მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვაზე;“; გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“. 12. 263 მუხლის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად. მონიტორინგი მოიცავს: ა) მავნე ორგანიზმის განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას მისი გამოჩენის და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ; ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდისა და აგროქიმიკატის ნიმუშების აღებას; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის და ტყის კვლევას მავნე ორგანიზმის გავრცელების არეალის განსაზღვრის, მისი მავნეობის დადგენის და მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“; ბ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირების და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურებით მავნე ორგანიზმის არსებობის შესახებ მონაცემების შეგროვების და მავნე ორგანიზმის რეგისტრაციის ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება: ა.ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ტყეზე დაკვირვება; ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემების შეგროვება და გამოკითხვა; ა.გ) ნიმუშის აღება; ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;“. 13. 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“. 14. 50-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;“. 15. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება უფლებამოსილი პირის მიერ, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ეს წესი მოქმედებს უფლებამოსილი პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც.“. 16. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. პასუხისმგებლობის საფუძვლები 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის და სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს სააგენტოს ერთი და იგივე უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევს სახდელი დაეკისრება იმ სანქციის ფარგლებში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უფრო დიდი ოდენობის ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმასთან ერთად სხვა სახდელიცაა დადგენილი, უფრო დიდი ოდენობის ჯარიმასთან ერთად ეს სახდელიც გამოიყენება. 4. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისას სამართალდამრღვევის მიმართ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს/ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 5. ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 6. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ დამრღვევის ქმედებაში არის ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დააკისროს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.“. 17. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში ვალდებულების შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 3. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 4. საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათის/ცხოველის საკვების (გარდა მავნე სურსათისა/ცხოველის საკვებისა) ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 6. სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 18. 66-ე მუხლის: ა) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის დაკვლა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების აღკვეთას. 2. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ან 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 3. ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე განთავსება − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტის გამოთხოვას.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ცხოველური პროდუქტის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი პროდუქტის გამოთხოვას.“; გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. პროფილაქტიკური კარანტინის წესის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ: ა) იმპორტის შემთხვევაში ცხოველის კარანტინში განუთავსებლობა ან/და კარანტინში განთავსების ვადის დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ბ) იმპორტის ან ექსპორტის შემთხვევაში კარანტინში განთავსებული ცხოველის ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე ცხოველის სადგომიდან გამოყვანა ან სადგომში სხვა ცხოველის შეყვანა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; გ) პროფილაქტიკური კარანტინის წესის სხვა მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 19. 67-ე და 68-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 67. მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ამ კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. მუხლი 68. ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობა ინსპექტირების დროს გამოვლენილი შეუსაბამობისთვის 1. ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით. 3. ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 და 692 მუხლები: „მუხლი 691. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დარღვევა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესებით განსაზღვრული შემზღუდავი ღონისძიებების განუხორციელებლობა და ამ წესებით დადგენილი ცხოველის მფლობელის ვალდებულებების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 692. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევა ამ კოდექსის 182 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის მიერ მისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 21. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. ვეტერინარული პრეპარატის წარმოების წესის, შენახვის, გამოყენების ან/და ბაზარზე განთავსების პირობების დარღვევა 1. ვეტერინარული პრეპარატის წარმოების წესის დარღვევა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. არარეგისტრირებული, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ან/და ბაზარზე განთავსება − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. ვეტერინარული პრეპარატის შენახვის პირობების დარღვევა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ვეტერინარული პრეპარატის ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე განთავსებული ვეტერინარული პრეპარატის ამოსაღებად ამ კოდექსის 182 მუხლის 52 ნაწილით გათვალისწინებული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 5. ამ კოდექსის 182 მუხლის 53 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 22. 741 და 742 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 741. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა 1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 3. მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. 5. ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. მუხლი 742. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება 1. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება − გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე განთავსებული ასეთი სურსათის/ცხოველის საკვების ამოღებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.“. 23. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 743 მუხლი: „მუხლი 743. სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული მითითების შეუსრულებლობა სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 24. 75-ე მუხლის: ა) 31 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი: „32. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან და მეორეულ პროდუქტთან, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის; ბ) იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესის თაობაზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კოდექსის მე-13 მუხლის მე-3 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტით ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2020 წლის 1 იანვრამდე; ბ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბიზნესოპერატორის საქმიანობა აღიარების გარეშე არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მის დაჯარიმებას 2019 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი, გარდა პირველი მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, მე-10 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 22-ე ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 741 მუხლის მე-3−მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 25-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტი, მე-10 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და 22-ე ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 741 მუხლის მე-3−მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 15 დეკემბერი 2017 წ. N1754-Iს |
დოკუმენტის კომენტარები