დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/123 |
| დოკუმენტის მიმღები | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 26/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.016011 |
|
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის და 81 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №5, 16.01.02, მუხლი 40) „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები: „ბ1 „არატექნიკური რეზიუმე“ ნიშნავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ოპერატორის, საქმიანობის განხორციელების ადგილის, გარემოზე/ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების და ანგარიშით გათვალისწინებული სხვა საკითხების თაობაზე, შესრულებულია არატექნიკურ ენაზე და თან ერთვის გრაფიკული და საილუსტრაციო მასალები. „ბ2 „ბიჯი“ ნიშნავს სალიცენზიო ფართობზე გამოცხადებულ ტენდერში შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ხელმოწერის ბონსის 10%-ს.“. 2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“, „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები: „დ1. „გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება“ ნიშნავს ამ წესების 1451 მუხლის გათვალისწინებით გამოცემულ აქტს, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. დ2. „გარემოზე ზემოქმედება“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებით გამოწვეულ გარემოზე ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ფაქტორებზე ზემოქმედებას: ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი, ლანდშაფტი და დაცული ტერიტორიები. გარემოზე ზემოქმედება მოიცავს აგრეთვე კულტურულ მემკვიდრეობაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია მათი ცვლილებით; დ3. „გარემოზე ზემოქმედების შეფასება“ (შემდგომ – გზშ) ნიშნავს შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით, გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის პროცედურას იმ დაგეგმილი საქმიანობისთვის, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და რომელიც მიეკუთვნება ნავთობისა და გაზის ოპერაციებს. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას, მიღებული შედეგების შეფასების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და მის მხედველობაში მიღებას ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას;“. 3. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1. „გზშ-ის ანგარიში“ ნიშნავს ინვესტორის ან/და ინვესტორისთვის კონსულტანტის მიერ გზშ-ის პროცესში მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ამ წესებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;“. 4. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1. „დაინტერესებული საზოგადოება“ ნიშნავს საზოგადოებას, რომელსაც შესაძლოა აინტერესებდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან რომელზედაც ზემოქმედებას მოახდენს ან შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ. დაინტერესებულ საზოგადოებას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის მიზნებიც დაკავშირებულია ქვეყანაში გარემოს დაცვის ხელშეწყობასთან;“ 5. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი: „ჟ1. „ექსპერტიზა“ ნიშნავს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით ამ წესებით დადგენილი წესით შექმნილი საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებათა ერთობლიობას;“ 6. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი: „ყ1. „კონსულტანტი“ ნიშნავს პირს, რომელსაც აქვს გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვალიფიკაცია, სამეცნიერო, ტექნიკური და მეთოდური შესაძლებლობები;“. 7. 171 მუხლს „ჰ27“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ27. „სატენდერო ან/და სააუქციონო კომისია“ ნიშნავს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით შექმნილ კომისიას;”. 8. 171 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ48“, „ჰ49“, „ჰ50“ და „ჰ51“ ქვეპუნქტები: „ჰ48. „სამინისტრო“ ნიშნავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს; ჰ49. „სკოპინგი“ ნიშნავს პროცედურას, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და აღნიშნული ინფორმაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს; ჰ50. „სკოპინგის ანგარიში“ ნიშნავს დოკუმენტს, რომელიც მომზადებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ოპერატორის ან/და კონსულტანტის მიერ და რომლის საფუძველზეც სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას; ჰ51. „ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება“ ნიშნავს საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს გარემოზე ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც გამოწვეულია ნავთობისა და გაზის ოპერაციების მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში განხორციელებით;“. 9. თავი XLIII ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XLIII გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) მუხლი 143. გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოს დაცვის გეგმა 1. ოპერატორმა უნდა მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს ორი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის ან შესაბამისი გეგმის ნაწილს: ა) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს; ბ) გარემოს დაცვის გეგმას (გდგ), რომელიც განსაზღვრავს ოპერატორის მიერ შემოთავაზებულ ზომებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთად, სახელშეკრულებო ფართობის იმ უბნის რეკულტივაციისა და აღდგენის ჩათვლით, რომელზედაც ტარდება ან ტარდებოდა ნავთობისა და გაზის ოპერაციები. 2. გზშ-ის ანგარიშისა და გდგ-ის ყოველი მომდევნო რედაქცია დაეფუძნება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე ნებართვის განაცხადსა ან გეგმაში წარმოდგენილ გზშ-სა და გდგ-ს. ასეთი ანგარიშების რედაქტირებული ვარიანტები უნდა შეიცავდნენ მხოლოდ ახალ ან გადასინჯულ მონაცემებს, რომლებიც არ განხილულა გზშ-ის და გდგ-ის პირვანდელ ვარიანტში ან მის მომდევნო რედაქციებში. 3. წინამდებარე კარის მიხედვით ოპერატორს არ მოეთხოვება, ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებისათვის ყველა სახის ნებართვაზე განაცხადის წარდგენისას შეიტანოს ცვლილებები გზშ-ის ან გდგ-ის პირვანდელ რედაქციაში. შესწორებების შეტანა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის შესაბამის გეგმაში (იცვლება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ადგილი, იცვლება ბურღვის ტექნიკური პარამეტრები ან ტექნოლოგია და სხვ.). მუხლი 144. გზშ-ის ძირითადი ეტაპები 1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ძირითადი ეტაპებია: ა) ამ წესების 1441-1443 მუხლების შესაბამისად განსაზღვრული სკოპინგის პროცედურა; ბ) ოპერატორის ან კონსულტანტის მიერ გზშ-ის ანგარიშის მომზადება ამ წესების 1443-ე მუხლის შესაბამისად; გ) საზოგადოების მონაწილეობა; დ) სააგენტოს მიერ გზშ-ის ანგარიშში მოცემული ინფორმაციის, საჭიროების შემთხვევაში ოპერატორის მიერ სააგენტოში წარდგენილი დამატებითი ინფორმაციის, საზოგადოების მონაწილეობისა და უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების დროს მიღებული ინფორმაციის შეფასება; ე) ექსპერტიზის ჩატარება ამ წესების XLIII2 თავის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდგომ სააგენტოს უფროსი გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ან იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. მუხლი 1441. გზშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში 1. ოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს სკოპინგის განცხადება სკოპინგის ანგარიშთან ერთად. 2. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის განცხადებისა და სკოპინგის ანგარიშის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 3. სკოპინგის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, კერძოდ, ზოგად ინფორმაციას: ა.ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად); ა.ბ) დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი, საწარმოო პროცესი, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა და სხვა) შესახებ; ა.გ) დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ალტერნატივების შესახებ; ბ) ზოგად ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების და მისი სახეების შესახებ, რომლებიც შესწავლილი იქნება გზშ-ის პროცესში, მათ შორის: ბ.ა) ინფორმაციას დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) ინფორმაციას შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოციალურ გარემოზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ; გ) ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო მეთოდების შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილ საბადოს დამუშავების გეგმას (მათ შორის, რეკულტივაციის პროექტს), საჭიროების შემთხვევაში; ე) ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის. 4. ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სკოპინგის ანგარიში სააგენტოს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. 5. ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება ამ წესების 1442 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მუხლი 1442. სკოპინგის დასკვნის გაცემა 1. სააგენტო, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, იხილავს სკოპინგის განცხადებას და სკოპინგის ანგარიშს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით გასცემს სკოპინგის დასკვნას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ წესებით დადგენილი ნორმები. 2. საზოგადოებას უფლება აქვს ამ წესების 1441 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ამ წესების 1482 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით. სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემისას უზრუნველყოფს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ. 3. სკოპინგის განცხადების ამ წესების 1441 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განთავსებიდან არაუადრეს მე-10 და არაუგვიანეს მე-15 სამუშაო დღისა სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ამ წესების 148-ე მუხლის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ საქმიანობის განხორციელება დაგეგმილია თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საჯარო განხილვა ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში. 4. სკოპინგის განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 26 და არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სკოპინგის დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. 5. სააგენტო სკოპინგის დასკვნის დამტკიცებამდე უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა ოპერატორისათვის გზშ-ის ანგარიშის მომზადების დროს. 7. თუ ოპერატორი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ წესებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შესახებ სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ცხადდება ძალადაკარგულად. 8. სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდგომ, ამ წესების 1452 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 9. სკოპინგის პროცედურის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნის ან/და საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 10. თუ სკოპინგის პროცედურის განხორციელებისას დადგინდება, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, გამოიყენება ამ წესების XLIII3 თავით დადგენილი პროცედურები. მუხლი 1443. გზშ-ის ანგარიში 1. სააგენტოს მიერ სკოპინგის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, ოპერატორი ან/და კონსულტანტი უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის მომზადებას. 2. გზშ-ის ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირ(ებ)ის მიერ, ვინც მონაწილეობდა მის მომზადებაში, მათ შორის, კონსულტანტის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს: ა) დაგეგმილი საქმიანობის აღწერას, კერძოდ: ა.ა) საქმიანობის განხორციელების ადგილის აღწერას, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), აგრეთვე დაგეგმილი საქმიანობისთვის გარემოს არსებული მდგომარეობის აღწერას; ა.ბ) ინფორმაციას მიწის კატეგორიისა და მიწათსარგებლობის ფორმის შესახებ, როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპზე; ა.გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის ფიზიკური მახასიათებლების (სიმძლავრე, მასშტაბი და საწარმოო პროცესი, მათ შორის, შესაძლო საწარმოებელი პროდუქციის ოდენობა, მოთხოვნილი ენერგია, წარმოებისას გამოსაყენებელი მასალა და ბუნებრივი რესურსები და სხვა) შესახებ; ა.დ) ინფორმაციას სადემონტაჟო სამუშაოებისა და მეთოდების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ა.ე) ინფორმაციას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე შესაძლო უარყოფითი შედეგების და ემისიების (როგორებიცაა წყლის, ჰაერის, მიწის და წიაღისეულის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, სითბური გამოსხივება, რადიაცია) შესახებ; ა.ვ) ინფორმაციას იმ ნარჩენების სახეების, მახასიათებლებისა და რაოდენობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ დამატებით ინფორმაციას; ბ) ინფორმაციას გარემოს დაცვის მიზნით შემოთავაზებული დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, მათ შორის, უმოქმედობის (ნულოვანი) ალტერნატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს საქმიანობის განუხორციელებლობის შემთხვევაში გარემოს არსებული მდგომარეობის ბუნებრივად განვითარების აღწერას, რომლის შეფასებაც შესაძლებელია არსებული ინფორმაციის გამოყენებით და მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით; გ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები), წყალზე (მათ შორის, ჰიდრომორფოლოგიური ცვლილებები, რაოდენობა, ხარისხი), ჰაერზე, ნიადაგზე (მათ შორის, ნიადაგის მოხსნა), მიწაზე (მათ შორის, ორგანული ნივთიერებები, ეროზია, დატკეპნა, დეგრადაცია), კლიმატზე (მათ შორის, სათბურის გაზების ემისია), ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე (მათ შორის, არქიტექტურული და არქეოლოგიური ასპექტები) და მატერიალურ ფასეულობებზე ზემოქმედების შესახებ; დ) ინფორმაციას ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტებსა და მათ ურთიერთქმედებაზე დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით შესაძლო პირდაპირი და არაპირდაპირი, კუმულაციური, ტრანსსასაზღვრო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი, პოზიტიური და ნეგატიური ზემოქმედების შესახებ, რომელიც გამოწვეულია: დ.ა) დაგეგმილი საქმიანობისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სადემონტაჟო სამუშაოებით; დ.ბ) ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის, ბიომრავალფეროვნების) გამოყენებით, ამ რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; დ.გ) გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორების ემისიით, ხმაურით, ვიბრაციით, რადიაციით, ნარჩენების განთავსებითა და აღდგენით; დ.დ) გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების რისკებით (მაგალითად, ავარიის ან კატასტროფის შემთხვევაში); დ.ე) სხვა, არსებულ საქმიანობასთან ან დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედებით; დ.ვ) საქმიანობის კლიმატზე ზემოქმედებით და კლიმატის ცვლილებით განპირობებული საქმიანობის მოწყვლადობით; დ.ზ) გამოყენებული ტექნოლოგიით, მასალით ან/და ნივთიერებით; ე) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების შედეგად შესაძლო ინციდენტების განსაზღვრისა და მათი შედეგების შეფასების შესახებ, მათ შორის, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების სამოქმედო გეგმას; ვ) სამოქმედო გეგმას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შედეგების, მათი თავიდან აცილების, შემცირების, შერბილებისა და კომპენსაციის ღონისძიებათა შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს როგორც საქმიანობის განხორციელების, ისე შემდგომი ექსპლუატაციის ეტაპებს; ზ) გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასებას და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში; თ) ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ამ საქმიანობის დაწყებამდე არსებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის საშუალებების შესახებ; ი) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერას, რომელიც განპირობებულია ავარიისა და კატასტროფის რისკის მიმართ საქმიანობის მოწყვლადობით; კ) სკოპინგის ეტაპზე საზოგადოების ინფორმირებისა და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების შეფასებას; ლ) ინფორმაციას კვლევების მეთოდოლოგიის და გარემოს შესახებ ინფორმაციის წყაროების თაობაზე; მ) ამ ნაწილის „ა“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე არატექნიკურ რეზიუმეს, საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 4. გზშ-ის ანგარიშს თან უნდა დაერთოს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი საბადოს დამუშავების გეგმა (მათ შორის, რეკულტივაციის პროექტი), საჭიროების შემთხვევაში; ბ) ინფორმაცია იმ კონსულტანტის დასახელებისა და იურიდიული მისამართის შესახებ, რომელიც მონაწილეობდა გზშ-ის ანგარიშის მომზადებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის გენერალური გეგმა, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად), რომელშიც აღნიშნულია დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი, დროებითი ნაგებობები და კომუნალური სისტემები; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ფიზიკური პირისთვის – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი; ე) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატივების შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული გამონამუშევრის განთავსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას, ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია გზშ-ის ანგარიშს დაურთოს სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. 5. ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები სააგენტოს წარუდგინოს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. 6. გზშ-ის ანგარიშში ასახული ინფორმაცია საჯაროა. თუ გზშ-ის ანგარიში შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან/და პერსონალურ მონაცემს, ოპერატორმა შესაბამის განცხადებაში უნდა მიუთითოს აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ინფორმაციის დასაიდუმლოება. მუხლი 1444. განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 1. ოპერატორი ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს. სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით განხილვას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესთან შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება ამ წესებით დადგენილი ნორმები. 2. ოპერატორის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამ წესების 1443 მუხლის შესაბამისად მომზადებული გზშ-ის ანგარიში; ბ) ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებისა და ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გაანგარიშების შესახებ პროექტები; გ) მოთხოვნა ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები. 3. განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სააგენტო უზრუნველყოფს ამ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 4. ოპერატორი უფლებამოსილია ერთი განცხადებით მოითხოვოს წესებით გათვალისწინებულ რამდენიმე საქმიანობასთან დაკავშირებით ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობები არსებითად ურთიერთდაკავშირებულია. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად გადაიხდევნება გზშ-ის მოსაკრებელი. მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. მოსაკრებლის გადახდის წესი განისაზღვრება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 6. გადახდილი გზშ-ის მოსაკრებელი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ ბრუნდება. მუხლი 145. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მოიცავს: ა) ექსპერტიზას; ბ) საზოგადოების და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას; გ) შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში – წესების XLIII3 თავით დადგენილ პროცედურას. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, გზშ-ის ანგარიშის განხილვის მიზნით, სააგენტოს უფროსი ქმნის ამ წესების 1485 მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია ამზადებს და სააგენტოს 40 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას გზშ-ის ანგარიშის შესახებ. 3. სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 4. საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების ამ წესების 1444 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში, ამ წესების 1482 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან, დაგეგმილ საქმიანობასთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გასათვალისწინებელ პირობებთან დაკავშირებით. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემისას უზრუნველყოფს წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას და, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში იღებს მათ. 5. ამ წესების 1444 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განცხადების განთავსებიდან არაუადრეს 25-ე და არაუგვიანეს 30-ე სამუშაო დღისა, სააგენტო გზშ-ის ანგარიშზე ატარებს საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვას უძღვება და საჯარო განხილვის შესახებ ოქმს ადგენს სააგენტოს წარმომადგენელი. ამ ოქმის სისწორისთვის პასუხისმგებელია სააგენტო. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 სამუშაო დღით ადრე, ამ წესების 1482 მუხლის შესაბამისად. საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა-ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თუ დაგეგმილია საქმიანობის თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განხორციელება, საჯარო განხილვა ტარდება სამინისტროს მიერ განსაზღვრული სათანადო ადმინისტრაციული ორგანოს შენობა- ნაგებობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 6. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განსახილველი საკითხის არსი და მოკლე აღწერა, საკითხის განხილვის ფორმატი; ბ) საჯარო განხილვის ჩატარების დრო, ადგილი და წესი; გ) იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც ხელმისაწვდომია ეს განცხადება, გზშ-ის ანგარიში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აგრეთვე მითითება საჯარო განხილვის დროს აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების მიღების შესაძლებლობის შესახებ. 7. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში, სააგენტომ უნდა განიხილოს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიიღოს ამ წესების 1482 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საზოგადოების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები, გზშ-ის ანგარიშის შესწავლის შედეგები, შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში წესების თავი XLIII3 თავის შესაბამისად ჩატარებული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგები. 8. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაცემამდე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებაში კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით მონაწილეობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84 -ე მუხლით დადგენილი წესით. 9. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან არანაკლებ 51 და არაუმეტეს 55 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტოს უფროსი გამოსცემს ბრძანებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ, ხოლო ამ წესების 1452 მუხლით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას – საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. 10. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს გზშ-ის ანგარიშის, ექსპერტიზის დასკვნის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის და საზოგადოების მონაწილეობის შედეგების შესახებ ინფორმაციის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 11. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გაიცემა. თუ საქმიანობის განმახორციელებელი 5 წლის ვადაში არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ საქმიანობას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს. მუხლი 1451. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შინაარსი 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას საქმიანობის განხორციელების ადგილისა და საქმიანობის სახის შესახებ; ბ) ინფორმაციას გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის დროს; გ) პირობებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში და ექსპლუატიის დასრულების შემდეგ; დ) ინფორმაციას საქმიანობის შემდგომი ანალიზის მიზნის, მასშტაბისა და პერიოდულობის შესახებ; ე) ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ წესების XLIII3 თავით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემთხვევაში – ინფორმაციას აღნიშნული პროცედურის შედეგების შესახებ. 2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს: ა) მოთხოვნებს საწარმოო ავარიის შედეგად ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად; ბ) საქმიანობის განხორციელებით გარემოზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ვალდებულებას ან/და შესაბამისი კომპენსაციის ვალდებულებას; გ) ამ წესების 1443 მუხლის მე-4 პუნქტის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული ორგანო; დ) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. სააგენტო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საზოგადოების მონაწილეობის პროცედურების განხორციელების და მის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინების შესახებ; ბ) ამ წესების XLIII2 თავით გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინების შესახებ; გ) გზშ-ის ანგარიშში მოცემული შეფასებების გათვალისწინების შესახებ. 4. ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები. მუხლი 1452. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. სააგენტოს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას; ბ) გზშ-ის ანგარიშით ან/და ექსპერტიზის დასკვნით დგინდება გარემოზე ზემოქმედების ხასიათის და მოცულობის მიუღებლობა, გარემოზე ზემოქმედების რისკის პრევენციის შეუძლებლობა ან/და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შეუძლებლობა. 2. საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. მუხლი 146. გარემოს დაცვის გეგმის (გდგ-ს) შინაარსი გარემოს დაცვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს: ა) ატმოსფერულ ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, ფლორასა და ფაუნაზე პოტენციური ზემოქმედების შერბილების და მონიტორინგის, აგრეთვე ნავთობისა და გაზის ნარჩენების კონტროლის პროგრამა; ბ) ნავთობის დაღვრის თავიდან აცილების გეგმა; გ) ნავთობისა და გაზის და სხვა ნარჩენების შენახვის, ტრანსპორტირების, გაწმენდის, გადამუშავების, უვნებელყოფისა და განთავსების გეგმა; დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების დამთავრებისას ლიკვიდაციის ან ფართობის რეკულტივაციის პროცედურა; ე) აღმოჩენილი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების შესახებ ანგარიშგების პროცედურა; ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, გარემოს დაცვის თაობაზე, სააგენტოს მიერ დასაბუთებულად მოთხოვნილი სხვა შესაბამისი ინფორმაცია. მუხლი 147. გარემოს დაცვის გეგმის (გდგ-ს) დამტკიცება 1. გზშ-ის ან გდგ-ის, როგორც ნებართვაზე განაცხადის ან გეგმის შემადგენელი ნაწილის წარდგენიდან, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია დაამტკიცოს გარემოს დაცვის გეგმა: ა) ცვლილებების გარეშე, თუ გდგ-ის მიხედვით (რომელიც გზშ-ის ანგარიშთან ერთად განიხილება), ნავთობისა და გაზის ოპერაციები არ მოახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას გარემოზე, ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ადგილებსა და ბუნების ძეგლებზე; ბ) ცვლილებებით, იმ პირობით, რომ გდგ-ში ან ნავთობისა და გაზის ოპერაციებში შევა ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას ისეთ დონემდე, რომელსაც სააგენტო დასაშვებად მიიჩნევს; გ) არ დაამტკიცოს გდგ, თუ ის არ აკმაყოფილებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვის კონკრეტულ მოთხოვნებს. 2. სააგენტოს შეუძლია გააგრძელოს გდგ-ის დასამტკიცებლად საჭირო ვადა 90 დღემდე, გეგმის საქართველოს გარემოსდაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რაზედაც წერილობით უნდა შეატყობინოს ოპერატორს. 3. თუ სააგენტო, ამ მუხლის მეორე პუნქტში განსაზღვრულ ოთხმოცდაათ (90) დღის განმავლობაში ვერ გამოიტანს დასკვნას წარდგენილ გდგ-ზე, მაშინ გდგ ჩაითვლება დამტკიცებულად.”. 10. ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესებს დაემატოს თავი XLIII1, XLIII2 და XLIII3:
„თავი XLIII1 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მუხლი 148. საზოგადოების ინფორმირება 1. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე და იმ საინფორმაციო დაფაზე, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის; ბ) გაზეთში, რომელიც შესაძლო ზემოქმედებას დაქვემდებარებული ტერიტორიის ფარგლებში ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილას (ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სავაჭრო ცენტრი, ფოსტის ოფისი ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილი); დ) გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების უახლოეს საჯარო ადგილას. 2. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ცნობა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) იმ საკითხის შესახებ, რომელზეც ამ წესების შესაბამისად მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება; ბ) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ; გ) გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის საშუალებებს, ასევე, მონაცემებს იმ ადგილისა და მისამართის შესახებ, სადაც შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა; დ) საჯარო განხილვაზე დასწრებისა და მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობის შესახებ; ე) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურის შესახებ; ვ) ამ წესებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სახის მონაცემების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიან მონაწილეობას. 3. საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განთავსების დრო უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ეფექტიანი მონაწილეობა. მუხლი 1481. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. სააგენტო მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. 2. სააგენტო გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს: ა) აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას; ბ) აღნიშნული ინფორმაციის ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას. მუხლი 1482. მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა 1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. მუხლი 1483. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება 1. სააგენტო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები. 2. სააგენტო ვალდებულია მისი მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებების გამოყენებით. მუხლი 1484. გადაწყვეტილების გასაჩივრება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააგენტოს მიერ ამ წესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, თუ მიიჩნევს, რომ სააგენტომ არ უზრუნველყო ამ წესებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა ან სხვაგვარად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თავი XLIII2 საექსპერტო კომისია მუხლი 1485. საექსპერტო კომისია 1. ამ წესებით გათვალისწინებული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სააგენტოს უფროსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საექსპერტო კომისიას. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სააგენტოს წარმომადგენელი ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი. დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე, სააგენტოს უფლება აქვს, საექსპერტო კომისიის წევრად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 3. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში სააგენტოს მიერ მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობს. საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 1486. საექსპერტო კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები. ექსპერტიზის დასკვნა 1. საექსპერტო კომისიის ფუნქციებია: ა) გზშ-ის ანგარიშზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; გ) ექსპერტიზის პროცესში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. 2. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება. 3. საექსპერტო კომისია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერენ საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 5. საექსპერტო კომისიის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა სარეკომენდაციოა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სამინისტროსთვის სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებაზე უარი უნდა დასაბუთდეს.
თავი XLIII3 გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა მუხლი 1487. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა 1. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულმა საქმიანობამ, რომელიც საქართველოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე; ბ) საქმიანობამ, რომელიც სხვა სახელმწიფოში ხორციელდება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს საქართველოს გარემოზე. 2. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოს გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს ასეთი ვალდებულება ან საქართველოსა და ამ სახელმწიფოს შორის დადებულია ორმხრივი ხელშეკრულება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შესახებ. 3. სააგენტო ვალდებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის წესების XLIII1 თავის შესაბამისად. 4. თუ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულია გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების ამ წესებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პროცედურა და საფუძვლები, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისას გამოიყენება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების დებულებები. მუხლი 1488.გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. თუ არსებობს ამ კოდექსის 1487 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუძველი და საქმიანობის განხორციელებამ შესაძლოა გარემოზე მოახდინოს ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, რომელიც იდენტიფიცირებულია საქმიანობის განმახორციელებლის, დამგეგმავი ორგანოს, სამინისტროს ან/და ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული სახელმწიფოს მიერ, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს საქმიანობის გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც განისაზღვრება საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულება, სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული ეგზემპლარები, რომელიც შესაძლოა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას დაექვემდებაროს (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით), და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენამდე საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსი იღებს გადაწყვეტილებას დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ. 2. საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს მიერ თარგმნილი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, 7 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ დოკუმენტაციას ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოს და ატყობინებს მას საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილ გონივრულ ვადას, რომელშიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს სამინისტროს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის შესახებ. 3. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული არცერთი სახელმწიფო არ გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, მინისტრი საქართველოს მთავრობის თანხმობით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შეწყვეტისა და გზშ-ის ან სგშ-ის პროცედურის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობა თანხმობის მიცემასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. 4. თუ ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებული რომელიმე სახელმწიფო გამოხატავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობის ინტერესს, მის მიერ ინტერესის გამოხატვიდან 1 თვის ვადაში, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ამ სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას დოკუმენტებისა და მონაცემების გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ. მუხლი 1489. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში 1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია: ა) სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ბ) გზშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება; გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სამინისტროსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა; ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინება. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე. 3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. მუხლი 14810. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგების გათვალისწინება გზშ-ის და სგშ-ის ეტაპებზე 1. სხვა სახელმწიფოსთან გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებული კონსულტაციების შედეგად სააგენტო: ა) განსაზღვრავს საქმიანობის განმახორციელებლის ან დამგეგმავი ორგანოს ვალდებულებას ტრანსსასაზღვრო კონსულტაციების შედეგების სკოპინგის ანგარიშში/სკოპინგის განცხადებაში ასახვის შესახებ; ბ) განსაზღვრავს გზშ-ის ანგარიშის იმ ნაწილებს, რომლებიც უნდა თარგმნოს საქმიანობის განმახორციელებელმა ან დამგეგმავმა ორგანომ იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება; გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს კონსულტაციების შედეგებს. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან დამგეგმავი ორგანო ვალდებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებას ითვალისწინებს, მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში თარგმნოს შესაბამის ენაზე და წარუდგინოს სააგენტოს. სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უგზავნის აღნიშნულ დოკუმენტს იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა. 3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების შესაბამის ენაზე თარგმნა და სააგენტოსათვის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელიც გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში მონაწილეობდა. მუხლი 14811. საქართველოს საზღვრების გარეთ საქმიანობისა განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა 1. სააგენტო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახელმწიფოსგან მიიღებს შეტყობინებას ამ სახელმწიფოში საქმიანობის განხორციელებით საქართველოს გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. 2. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იწყებს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო საფუძველი, რომ სხვა სახელმწიფოში საქმიანობის განხორციელება ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს გარემოზე, და ამის შესახებ შეტყობინება სხვა სახელმწიფოსგან მიღებული არ არის. 3. გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შემდეგ სააგენტო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართავს კონსულტაციებს იმ სახელმწიფოსთან, სადაც საქმიანობა ხორციელდება. 4. სხვა სახელმწიფოსთან კონსულტაციების გამართვამდე სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებას ექვემდებარება. საზოგადოების ინფორმირება ხდება წესების XLIII1 თავის შესაბამისად. 5. საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გასწევს სააგენტო, თუ გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შედეგად სხვა რამ არ დადგინდება.“. 11. XIV კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „კარი XIV. ტენდერი და აუქციონი“. 12. LXXII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „თავი LXXII. ტენდერისა და აუქციონის მოწყობის ზოგადი დებულებები”; 13. მუხლი 266 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „მუხლი 266. დანიშნულება და მოქმედების სფერო 1. ეს თავი განსაზღვრავს ტენდერის, ასევე რამდენიმე განმცხადებლის მიერ ტენდერის მოთხოვნების ერთნაირად დაკმაყოფილების შემთხვევაში, განმცხადებლებს შორის აუქციონის ჩატარების წესს და კონკურენციის პირობებში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მაძიებელ განმცხადებლებს შორის გამარჯვებული ინვესტორის გამოვლენას, რომელთანაც დაიდება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულება და გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია. 2. წინამდებარე კარის დებულებები გამოიყენება ყველა ტენდერისა და აუქციონისათვის, რომელიც ჩატარდება საქართველოს ნათობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით.“. 14. მუხლი 267 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 267. ტენდერზე და აუქციონზე გასატანი ფართობი 1. წინამდებარე კარის შესაბამისად, ნებისმიერი ფართობი, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედი ხელშეკრულების ან ლიცენზიის საგანს, შეიძლება გატანილ იქნას ტენდერზე (შემდგომში „სალიცენზიო ფართობი“). ასევე ტენდერზე შეიძლება იქნეს გატანილი ფართობის მთლიანი ან რომელიმე ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა არსებული ხელშეკრულების ან ლიცენზიის საგანს და რომლის ვადაც ამოიწურა, შეწყდა ან დაბრუნებულ იქნა. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფართობზე ტენდერის ჩატარების შემთხვევაში, თუ რამდენიმე განმცხადებელი ერთნაირად აკმაყოფილებს ტენდერის მოთხოვნებს, განმცხადებლებს შორის აუქციონი ჩატარდება.”. 15. მუხლი 268 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 268.ხელშეკრულების სახეები სალიცენზიო ფართობი შეიძლება გაიცეს საერთაშორისო ნვთობმრეწველობაში მიღებული ნებისმიერი სახის ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული და რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქციის წილობრივი განაწილების, სარისკო მომსახურების ან მომსახურების ხელშეკრულებებს. ტენდერზე და 267-ე მუხლის მე-2პუნქტის შესაბამისად აუქციონზე გასატან ყოველ ფართობთან დაკავშირებით შეთავაზებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახის ხელშეკრულება.“. 16. მუხლი 269 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 269. სალიცენზიო ფართობის შერჩევა სააგენტო უფლებამოსილია ტენდერზე და აუქციონზე გაიტანოს ნებისმიერი ფართობი 267-ე მუხლის თანახმად.“. 17. მუხლი 270 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 270. საჯარო განცხადება ტენდერზე 1. სააგენტომ საჯაროდ უნდა გამოაცხადოს სალიცენზიო ფართობზე ტენდერი, და აგრეთვე დამატებით შეატყობინოს ტენდერის თაობაზე იმ პირებს, რომლებმაც მოითხოვეს, რომ წინასწარ მიეღოთ შეტყობინება განცხადების გამოქვეყნების თაობაზე. განცხადება ტენდერის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადამდე მინიმუმ 90 დღით ადრე. 2. დაინტერესებული პირის განაცხადის წარდგენის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოწესრიგების დაცვით სააგენტოს, შეუძლია სალიცენზიო ფართობზე საჯაროდ გამოაცხადოს ტენდერი.“. 18. დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 2801: „მუხლი 2801. წინადადებები აუქციონში მონაწილეობისათვის და ინფორმაცია აუქციონის მოწყობისა და ორგანიზების შესახებ 1. ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სალიცენზიო ფართობის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გაცემის შესახებ. სააგენტო ხელმძღვანელობს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით. 2. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე განმცხადებლის მიერ ტენდერის მოთხოვნების ერთნაირად დაკმაყოფილების გამოვლენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. ასეთ განმცხადებლებს დამატებით ეცნობებათ აუქციონის გამართვის შესახებ. 3. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის, აუქციონზე გასატანი ფართობის, საწყისი ფასის, ბიჯის, ასევე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეობის შენატანის ოდენობის შესახებ ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე. 4. აუქციონზე გამოტანილი სალიცენზიო ფართობის საწყისი ფასი განისაზღვრება შესაბამის სალიცენზიო ფართობზე გამოცხადებულ ტენდერში შემოთავაზებულ ყველაზე მაღალ ხელმოწერის ბონუსს დამატებული ბიჯის ერთმაგი ოდენობით. ბიჯის ოდენობა შესაბამის სალიცენზიო ფართობზე გამოცხადებულ ტენდერში შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ხელმოწერის ბონუსის 10%-ის ტოლია. 5. საუკეთესო განმცხადებლის აუქციონის წესით გამოვლენისათვის სალიცენზიო ფართობთან დაკავშირებული საინფორმაციო პაკეტის პირობები ინდენტურია ტენდრზე გატანილი საინფორმაციო პაკეტის პირობებისა. 6. აუქციონში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის განმცხადებლები, რომლებიც ერთ სალიცენზიო ფართობთან დაკავშირებით ერთნაირად აკმაყოფილებენ ტენდერის პირობებს, ეთანხმებიან სალიცენზიო ფართობის აუქციონის წესით გაცემის პირობებს და აკმაყოფილებენ სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 7 .აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მონაწილის მიერ კონკრეტულ სალიცენზიო ფართობზე წარმოდგენილ განაცხადში მოცემული პირობები (გარდა ხელმოწერის ბონუსისა, რომელიც იცვლება აუქციონში გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული თანხით) უცვლელად აისახება მასთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებაში. 8. სალიცენზიო ფართობის სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულად ითვლება განმცხადებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებს და სახელმწიფოს სთავაზობს ყველაზე მეტ თანხას. 9. სალიცენზიო ფართობის აუქციონის ფორმით გაცემის ორგანიზებას ახორციელებს 277-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი სატენდერო ჯგუფი, რომელსაც სააგენტოს უფროსის ბრძანებით ენიჭება აუქციონის ორგანიზების უფლებამოსილება. 10. აუქციონში მონაწილეობის შენატანის ოდენობას განსაზღვრავს სააგენტო.“. 19. დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 2802: „მუხლი 2802. აუქციონში მონაწილეობის პირობები და განაცხადის შეტანა 1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 15 სამუშაო დღის განმავლობაში აუქციონის ჩატარებაზე ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან. 2. სააგენტო იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განცხადებებს. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განაცხადი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მონაწილეზე და სალიცენზიო გართობის დასახელება, რომლის შეძენაც სურს მას: ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი შენატანის თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; გ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პრეტენდენტი მოქმედებს ტენდერში გამარჯვებული პირის სახელით, ხოლო იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ასლს. 3. პრეტენდენტმა, რომელიც მონაწილეობს რამდენიმე სალიცენზიო ფართობზე გამოცხადებულ აუქციონში, უნდა გადაიხადოს მონაწილეობის შენატანი ცალ-ცალკეთითოეული სალიცენზიო ფართობისათვის. 4. აუქციონში მონაწილეობის პრედენტენტს უფლება აქვს აუქციონში მონაწილეობის შენატანის დაუკავებლად, მხოლოდ განაცხადის მიღების პერიოდში, წერილობით განაცხადოს უარი აუქციონში მონაწილეობაზე. 5. მონაწილეობის შენატანის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემდეგ სააგენტო გასცემს „მონაწილის სერტიფიკატს“, რის შედეგადაც პრეტენდენტი ღებულობს მონაწილის სტატუსს. 6. განაცხადების მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება სააგენტოში რეგისტრაციის თარიღით. 7. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღრული მოთხოვნები.”. 20. დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 2803: „მუხლი 2803. აუქციონის ჩატარების წესი და შედეგები 1. მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარუდგენს „მონაწილის სერიფიკატს" კომისიის მდივანს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება საერტიფიკატის ნომერს. 2. კომისიის თავმჯდომარე ადარებს გაცემული ნომრინი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს, რამდენი მონაწილე ესწრება თითოეულ აუქციონს. 3 .აუქციონს ატარებს აუქციონერი, რომელსაც კომისიის წევრებთან შეთანხმებით ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 4. თითეულ სალიცენზიო ფართობზე აუქციონის დაწყებისას აუქციონერი აცხადებს სალიცენზიო ფართობის დასახელებას და საწყის ფასს. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღვნიშვნით. ვაჭრიბის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 5. მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, აჩვენებს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონერისათვის. აუქცოინის სხვა მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. თუკი ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონერი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის შემომთავაზებელი მონაწილე ითვლება აუქციონში გამარჯვებულად. 6. სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობისას დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ხელს აწერს აუქციონში მონაწილე, აუქციონერი, კომისიის მდივანი და კომისიის თავმჯდომარე. 7. გამარჯვებულმა მონაწილემ, აუქციონის დამთავრების შემდეგ, კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს „მონაწილის სერტიფიკატი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. 8. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ჩამოერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და არ უბრუნდება მონაწილეობის შენატანის სახით გადახთილი თანხა. 9. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა ან/და პრეტენდენტი არ გამოცხადდა აუქციონზე, მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი. ასეთ შემთხვევაში მონაწილეებს და პრეტენდენტებს მონაწილეობის შენატანის სახით გადახთილი თანხა არ უბრუნდებათ. 10. აუქციონის შედეგების ოქმს და სრულ დოკუმენტაციას ამტკიცებს კომისიის თავჯდომარე. 11. აუქციონში გამარჯვებულს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება აუქციონში გამარჯვების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესახებ. 12. პირმა, რომელსაც ეცნობა აუქციონში გამარჯვების შესახებ, სააგენტოს მირ მითითებულ ვადაში უნდა წარმოადგინოს ფინანსური, საოპერაციო კვალიფიკაციისა და გამოცდილებასთან დაკავშირებულ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია XII კარში (კორპორაციული რეგისტრაცია). თუ ასეთი ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი, მაშინ აუქციონის შედეგები ითვლება გაუქმებულად და აუქციონში გამარჯვებული მონაწილე კარგავს ნებისმიერი სახის მოთხოვნის უფლებას ჩატარებულ აუქციონთან მიმართებაში.“. 21. მუხლი 281 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 281. მოლაპარაკებების ჩატარების პროცედურა 1. მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით სააგენტოსა და გამარჯვებულ განმცხადებელს შორის უნდა დაიწყოს არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, მას შემდეგ, რაც გამარჯვემულ განმცხადებელს სააგენტო წერილობით აცნობებს მისი განაცხადის გამარჯვების შესახებ. 2. მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით სააგენტოსა და ამ თავით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულს შორის უნდა დაიწყოს არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა, მას შემდეგ, რაც გამარჯვემულს სააგენტო წერილობით აცნობებს გამარჯვების შესახებ. 3. ყველა მოლაპარაკება უნდა ჩატარდეს საქართველოში, თბილისში, თუ სააგენტოს უფროსის მიერ სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი.“. 22. მუხლი 282 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 282. მოლაპარაკებების ჩაშლა იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული განმცხადებელი ან აუქციონში გამარჯვებული რაიმე მიზეზით ვერ მოახერხებს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას, ან თუ მოლაპარაკებების დაწყებამდე აღმოჩნდება არაკომპეტენტური ტენდერში და აუქციონში ნაკისრი ვალდებულებების განსახორციელებლად, ან 283-ემუხლით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოხერხდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, შესთავაზოს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის ან/და აუქციონის სხვა მონაწილეს.”. 23. მუხლი 283 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 283. მოლაპარაკებების ვადები 1. მოლაპარაკებები დასრულებულად ჩაითვლება სააგენტოს მიერ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილე მხარეებისადმი შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. 2. თუ მოლაპარაკებები არ დასრულდა და ხელშეკრულება არ დაიდო მოლაპარაკებების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მოლაპარაკებები ჩაითვლება ჩაშლილად, ხოლო ტენდერის ან/და აუქციონის შედეგები გაუქმებულად. 3. მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე გამარჯვებულის განმცხადებლის ან აუქციონში გამარჯვებულის თხოვნის საფუძველზე, მოლაპარაკებების მიმდინარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე სააგენტოს უფლება აქვს გააგრძელოს მოლაპარაკებების ვადა დამატებით 45 დღით.”. 24. მუხლი 284 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 284. მოლაპარაკების დასრულება 1. მას შემდეგ, რაც დასრულდება ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით წარმოებული მოლაპარაკებები და ხელშეკრულების ხელმოწერა, ლიცენზიის გაცემა განხორციელდება კანონით დადგენილი წესით. 2. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 დღის განმავლობაში ინვესტორი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, რის შემდგომაც მას გადაეცემა სალიცენზიო მოწმობა. 3. სალიცენზიო მოსაკრებლის აღნიშნულ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სააგენტო ბათილად ცნობს დადებულ ხელშეკრულებას და გამარჯვებულ ინვესტორს ტენდერში ან/და აუქციონში მონაწილეობისა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები უკან არ უბრუნდება.”. 25. მუხლი 285 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 285. ცნობები და განცხადებები წინამდებარე კარის მიხედვით, ყოველი ცნობა და განცხადება, გარდა აუქციონის ჩატარებასთნ დაკავშირებული ინფორმაციისა, გამოქვეყნებულ უნდა იქნას საქართველოში ფართო გავრცელების მქონე სულ მცირე ერთ ქართულენოვან გაზეთში და საერთაშორისო ნავთობმრეწველობაში ფართო გავრცელების მქონე სულ მცირე ერთ ინგლისურენოვან გაზეთში. ასეთი ცნობა, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე უნდა იქნას გამოკრული სააგენტოს ოფისში.“. 26. მუხლი 290-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების აფილირებულ კომპანიაზე გადაცემის შემთხვევაში 288-ე მუხლში მითითებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, სააგენტო წერილობით უდასტურებს მხარეებს უფლება-მოვალეობების გადაცემას. ამგვარ შეტყობინებას ხელს აწერს სააგენტოს უფროსი და მოწმდება სააგენტოს ბეჭდით.“. 27. მუხლი 292-ის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უფლება-მოვალეობების გადაცემის ძალაში შესვლის დღემდე ოცდაათი (30) დღით ადრე, ინვესტორი ვალდებულია 288-ე მუხლში მოცემულ შეტყობინებასა და დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოს მიაწოდოს უფლება-მოვალეობებისგადაცემის ხელშეკრულება და გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადაცემის აქტი). ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლები ყველა დანართთან ერთად ხელმოწერილი უნდა იყოს გადაცემის მონაწილე მხარეების მიერ და დამოწმებული ნოტარიულად. 28. მუხლი 293-ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 292-ე მუხლის მიხედვით შეტყობინებისა და აღნიშნული დოკუმენტების მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში სააგენტო წერილობით აცნობებს მხარეებს თავის გადაწყვეტილებას უფლება-მოვალეობების გადაცემასთან დაკავშირებით.“. 29.დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართ 1-ში მოცემული ანგარიშგების ფორმა №1. 30. გაუქმდეს ანგარიშგების ფორმები №12ა, 12ბ, 12გ, 12დ, 12ე, 14 და 14ა და მათ ნაცვლად დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართი 1-ში მოცემული ანგარიშგების ფორმები №12ა, 12ბ, 12გ, 12დ, 12ე, 14 და 14ა.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები