დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 26/07/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ ფერხდება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის დადგენილების მე-4 პუნქტის შესრულება,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრთა ამომრჩევლებთან ურთიერთობის სათანადოდ ორგანიზების მიზნით პარლამენტის თითოეული ამ წევრისათვის ყოველთვიურად გამოიყოს 150 ლარი.“.
2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხები 2002 წლის 1 მაისიდან დღემდე აუნაზღაუროს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც არ მიუღიათ აღნიშნული თანხები.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1644–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები