დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016501 |
01-19/ნ
01/05/2018
ვებგვერდი, 01/05/2018
470230000.22.035.016501
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის დამტკიცების თაობაზე
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 8² მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული:
|
1.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლი №1 დანართის შესაბამისად.
|
2.
ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის ნიმუშები თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
1.
№1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლი უნდა განთავსდეს ნებისმიერი სახის ისეთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების, ელექტრონული საშუალების, სატელევიზიო გადაცემის, რადიოგადაცემის, ფილმის, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის, სხვა სახის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოების ჩვენების დასაწყისში და ბოლოში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
|
2.
№1 დანართით გათვალისწინებული ნიმუშების განთავსება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ შემთხვევებში განხორციელდეს როტაციის პრინციპით, ხოლო ნაწარმოების დასაწყისში და ბოლოში განთავსდეს №1 დანართით დამტკიცებული ორი სხვადასხვა ნიმუში.
|
| მუხლი 3 |
1.
№2 დანართით დამტკიცებული ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამები განთავსდეს მასობრივი, მათ შორის ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით გავრცელებულ ნებისმიერი სახის ისეთ ტექსტობრივ, ლიტერატურულ, ფოტოგრაფიულ, ილუსტრირებულ ნაწარმოებში, სადაც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, რაც ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ შემოქმედებით პროდუქციად.
|
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, №2 დანართით დამტკიცებული პიქტოგრამის ნიმუშებზე განთავსდეს შემდეგი სახის საერთო სამედიცინო გაფრთხილება: „ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას“
,,მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის! ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ლოგო“
.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ –
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაევალოს ბრძანების დანართებით დამტკიცებული ნიმუშების გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის №1 დანართით გათვალისწინებული ტელე/რადიორგოლის ელექტრონული ვერსიის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.ncdc.ge) განთავსება.
|
| მუხლი 5 |
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები