საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2270-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018828
2270-IIს
04/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
090000000.05.001.018828
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 ნაწილი:

„221. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი − პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) VII1 თავი:

„თავი VII1

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი

მუხლი 581. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი

1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის გადაწყვეტილებით.

2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისთვის და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.

3. პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.

4. პროკურორი უფლებამოსილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილოს საქმის სასამართლოში გაგზავნამდე.

5. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

6. როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.

მუხლი 582. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები

1. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:

ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;

ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;

გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;

დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;

ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.

2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს უფლება არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებისა და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარად ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.

3. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა არ უნდა გაახმაუროს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები.“;

ბ) 611 მუხლი:

„მუხლი 611. სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის  მონაწილეობის  გამომრიცხავი  გარემოებები

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ვერ მიიღებს მონაწილეობას  სისხლის სამართლის პროცესში, თუ:

ა) იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;

ბ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;

გ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს პროცესის რომელიმე მონაწილესთან.“.

3. 62-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს თვითაცილება.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.“.

4. 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოძიებისას გამომძიებლის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარე აყენებს პროკურორთან.“.

5. 182-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 ნაწილი:

„42. დახურულ სასამართლო სხდომაზე მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, მოწმის/დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მაისი 2018 წ.

N2270-IIს