საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3373-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019132
3373-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 21/09/2018
090000000.05.001.019132
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“.

2. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3373-Iს