„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016517
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-8/ნ
15/08/2018
ვებგვერდი, 15/08/2018
470230000.22.035.016517
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/08/2018 - 22/10/2019)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-8/ნ

2018 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობის მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 372 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 

მუხლი 1
დამტკიცდეს სახელმწიფო სერტიფიკატისა და სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი – სუბსპეციალობის მოწმობის თანდართული ფორმები №1 და №2 დანართების შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №310/ნ  ბრძანება და ,,სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №312/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო