საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3462-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016247
3462-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
010250000.04.001.016247
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 146-ე−148-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 146. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სტატუსი

1. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება და საქმიანობს ამ კანონით დადგენილი წესით.

2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა

 სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო რწმუნებული და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

მუხლი 148. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება

 სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა:

ა) სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;

  გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.“.

2. 149-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.   სამხარეო   საკონსულტაციო   საბჭოს   საქმიანობის   ორგანიზებას  უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.“.

მუხლი  2.  ეს  კანონი  ამოქმედდეს  საქართველოს  პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3462-Iს