საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები პროექტის ავტორი
მიღების თარიღი 12/03/2019
დოკუმენტის ტიპი ნორმატიული აქტების პროექტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016485
0
12/03/2019
ვებგვერდი, 13/03/2019
000000000.00.00.016485
საქართველოს კანონის პროექტი - „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
პროექტის ავტორი

პროექტი

საქართველოს კანონი

დაზღვევის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სადაზღვევო ბროკერი – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,თ1" ქვეპუნქტი:

„თ1) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად პირის მიერ გაწეული საშუამავლო ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ერთ-ერთს მაინც ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებებიდან:

1.ა) შეთავაზება დაზღვევისა/გადაზღვევის ხელშეკრულებების დადების მიზნით;

1.ბ) დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზება;

1.გ) დაზღვევის ხელშეკრულებების დადება მზღვეველის ან/და გადაზღვევის ხელშეკრულების დადება გადამზღვეველი კომპანიის სახელით;

1.დ) დაზღვევის ან გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების პროცედურების ადმინისტრირება;

1.ე) მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობა სადაზღვევო პრემიის შეკრების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით.“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მნიშვნელოვანი წილი – მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით.“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორი. სადაზღვევო ბროკერის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინდივიდუალური მეწარმე სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში, უშუალოდ ინდივიდუალური მეწარმე.“;

 ე) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:

ღ) მომხმარებელი 

ღ.ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე დამზღვევი ფიზიკური პირი;

ღ.ბ) დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე და/ან მესამე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე პირი, რომელსაც ზიანი მიადგა) პირი, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე.“.

2. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„6 1. მზღვეველი ვალდებულია იხელმძღვანელოს და სადაზღვევო საქმიანობა წარმართოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით.

6 2. მზღვეველი ვალდებულია ჰქონდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკა და პროცედურები და უზრუნველყოს მისი დაცვა მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკას ამტკიცებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო პროცედურებს მზღვეველის დირექტორი, რომელსაც მინიჭებული აქვს სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.”.

3. კანონის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. დაზღვევის აგენტი და სადაზღვევო ბროკერი

1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებენ სადაზღვევო ბროკერები და დაზღვევის აგენტები.

2. მზღვეველს შეუძლია განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა როგორც უშუალოდ, ასევე დაზღვევის აგენტისა და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით. მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

3. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას არ წარმოადგენს ამ კანონის მე-2 მუხლის „თ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს მზღვეველი ან მისი თანამშრომელი, ასევე სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მომხმარებლისთვის იმგვარი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მიზნად არ ისახავს დახმარებას დაზღვევის ხელშეკრულების დადება/აღსრულებაში, ან პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სადაზღვევო ორგანიზაციის ზარალების/საჩივრების მართვას/დარეგულირებას ან ექსპერტულ შეფასებას.

4. იმ პირის საფირმო სახელწოდება, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას, უნდა შეიცავდეს სიტყვებს ,,სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობას. არავის აქვს უფლება, სახელწოდებაში გამოიყენოს სიტყვა „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა სამსახურის მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დაწესებულია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საერთაშორისო შეთანხმებით, ან როდესაც კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა „სადაზღვევო ბროკერი“ ან ამ სიტყვის გამოყენებით სხვა სიტყვათწყობა, იკვეთება, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას.

5. სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს სამსახური. სადაზღვევო ბროკერთა რეესტრს (მათ შორის ელექტრონული ფორმით) აწარმოებს სამსახური, რომელიც ცვლილებების შემთხვევაში ექვემდებარება განახლებას. მონაცემები რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ აისახება სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში სამსახურის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო 10 დღის ვადაში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

6. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე, რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართოს სამსახურს და წარუდგინოს სამსახურის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების, მათ შორის დამფუძნებლების და ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ინფორმაცია.

7. სადაზღვევო ბროკერს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დაწყების უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ.

8. სადაზღვევო ბროკერისა და დაზღვევის აგენტის ურთიერთობა მზღვეველთან/დამზღვევთან/გადამზღვეველ კომპანიასთან განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

9. დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად სადაზღვევო ბროკერისა და დაზღვევის აგენტისათვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები ითვლება მზღვეველისთვის გადახდილად, მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად.

10. დაზღვევის შუამავლის მეშვეობით სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

11. აკრძალულია მზღვეველის, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მიერ უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადება, გარდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებისა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

12. სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას განხორციელებისას შეატყობინონ მზღვეველს მათთვის ცნობილი ყველა გარემოება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისთვის.

13. სადაზღვევო ბროკერი საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, მასში ცვლილებების შეტანისას ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს:

ა) სადაზღვევო ბროკერის საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციისა და მისი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ;

გ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ მზღვეველში მნიშვნელოვანი წილის ან მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის ფლობისა და ოდენობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მზღვეველის მიერ შეთავაზებული დაზღვევის პირობები;

ე) ისეთი სახით შედგენილი დაზღვევის ხელშეკრულებები, რომელიც სრულად შეესაბამება მომხმარებლის მიერ დაზღვევის შესახებ განაცხადში ასახულ დასაზღვევ რისკებს;

ვ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების, კერძოდ: სადაზღვევო შენატანის, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის, ზარალის დარეგულირების, ანაზღაურების მიღების წესისა და პირობების, დადგენილი შეზღუდვებისა და ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვანი პირობების შესახებ;

ზ) ინფორმაცია, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ბროკერის მიერ შუამავლობისათვის დადგენილი გასამრჯელოს შესახებ;

თ) ინფორმაცია სადაზღვევო პოლისის შინაარსის და დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

ი) ინფორმაცია მომხმარებლის მიერ პრეტენზიების წარდგენის წესის შესახებ;

კ) ინფორმაცია, თანამშრომლობს თუ არა იგი ერთ ან მეტ მზღვეველთან. ერთზე მეტ მზღვეველთან თანამშრომლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ამ მზღვეველების საფირმო სახელწოდებები;

ლ) დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა საკონსულტაციო ხასიათის ინფორმაცია.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებული უნდა იყოს მისთვის გასაგები ფორმატითა და ენით, წერილობით ან ინფორმაციის შენახვის ელექტრონული/ხანგრძლივად შენახვის ისეთი საშუალებით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეინახოს იგი, შეუნარჩუნდეს მომავალში მასზე წვდომა მისი მთლიანობის დაურღვევლად, გარდა გადაზღვევის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ურთიერთობებისა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ან მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ზეპირი ფორმით, ხელშეკრულების დადების შემდგომ მისი ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობებით გადაცემის ვალდებულების დაცვით.“.

4. კანონის მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა“.

5. კანონის მე-14 მუხლ(ი)ს:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მზღვეველი ვალდებულია გამოაქვეყნოს ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა სამსახურის მიერ დადგენილი პერიოდულობით, ფორმითა და წესით.“;

ბ) დაემატოს მე-6 პუნქტი:

„6. მზღვეველი ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„161 მუხლი. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობები

1. სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძველია მისი კაპიტალი/საგარანტიო ფონდი და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

2. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას, რომელიც საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

3. სადაზღვევო ბროკერი საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე ვალდებულია ფლობდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას სამსახურის მიერ დადგენილი წესით (მათ შორის ლიმიტები, დაზღვევის პირობები).

4. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკავებულად აწარმოოს საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება გარდა მათი მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის სახით, ხოლო დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები არ შედის სამეურვეო ქონებაში და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.

5. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე სამსახურს წარუდგინოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

7. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

მუხლი 201. მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინა სახელშეკრულებო, ხელშეკრულების მოქმედებისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე. მათ შორის მზღვეველი ვალდებულია დაიცვას მომხმარებელთა უფლებები სამსახურის მიერ დადგენილი წესით და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკითა და პროცედურებით.

2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

3. მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და დაამუშაოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად, ხოლო მზღვეველი/სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ინფორმაცია განმცხადებლის და/ან სხვა მომხმარებლ(ებ)ის შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები.

4. მომხმარებელი უფლებამოსილია, მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობისას, მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და ნებისმიერი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა საჯარო ან კერძო დაწესებულებას, ასევე სამსახურს მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

5. მომხმარებელი უფლებამოსილია, სადაზღვევო ბროკერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობისას, მიმართოს სასამართლოს ან/და ნებისმიერი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა საჯარო ან კერძო დაწესებულებას, ასევე სამსახურს სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

8. 21-ე მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ისინი, ასევე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია მზღვეველისაგან და სადაზღვევო ბროკერისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და მათი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დაადგინოს სადაზღვევო ორგანიზაციისთვის, სადაზღვევო ბროკერისთვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;“;

დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირების შესახებ;“;

ე)„მ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ 1) ამ კანონის 20 1 მუხლით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია.”;

ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დაადგინოს მზღვეველის ანგარიშგების – ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ფორმები და მათი წარდგენის პროცედურა;“;

ზ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და მისი, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, ანგარიშგების წესი, სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლის და ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმები;“;

თ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ „ქ“ „ღ“ და „ყ“ ქვეპუნტები:

„ფ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის მიერ საბროკერო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და მოთხოვნები;

ქ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი;

ღ) განიხილოს მომხმარებელთა განცხადებები მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს ზედამხედველობა მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით წარმართვას.“.

9. 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის 22 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება;

ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის წესი და ვადა, ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს თანმიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანმიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დაზღვევის ბროკერმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;

გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გააუქმოს რეგისტრაცია.“.

მუხლი 2.

1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა სადაზღვევო ბროკერებმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნების შესრულება 2019 წლის 1 ივნისიდან.

2. 2019 წლის 1 აპრილამდე სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“, „ფ“ და „ქ“ და პირველი მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21 1 მუხლის 2 2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                     სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა. ა. ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

 „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ერთ-ერთი ფუნქციაა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის ზედამხედველობა. მოქმედი კანონმდებლობით განმარტებულია დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა, ამ საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები – სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი, საშუამავლო საქმიანობის განსახორციელებლად სადაზღვევო ბროკერის მიერ რეგისტრაციის გავლის აუცილებლობა, თუმცა სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის შემდგომ საკანონმდებლო ინსტრუმენტებს მოქმედი კანონმდებლობა ფაქტობრივად აღარ განსაზღვრავს. აღიშნული საკითხის მეტ-ნაკლები სისტემატიზაციისათვის, 2015 წელს სამსახურმა გამოსცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ და „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, თუმცა მინიმალური საკანონმდებლო საფუძვლების არსებობის გამო სფეროს რეგულირება რჩება არაეფექტური, რაც პირველ რიგში, ხელს უშლის დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. დაზღვევის საშუამავლო საქმიანობა, როგორც ფინანსური სფეროს შემადგენელი ნაწილი, საერთაშორისო (მათ შორის, ევროკავშირის) სტანდარტის გათვალისწინებით რეგულირებადი სფეროა, რაც გულისხმობს სუბიექტის რეგისტრაციას, მის ადგილზე და დისტანციურ ზედამხედველობას, ხელმძღვანელი პირების შესაფერისობას, მომხმარებლისთვის სანდო და სამართლიანი ინფორმაციის მიწოდებას/მომსახურებას, კანონდარღვევის გათვალისწინებით სანქცირების სისტემას და მთელ რიგ სხვა საკითხებს, რაც ამ კონკრეტული სფეროს სანდოობის და ზოგადად ფინანსური სექტორის გამართულობის საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე, ბაზრის და სექტორის რეალობის, ასევე საკითხის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინების მხოლოდ სადაზღვევო ბროკერების რეგულირების საკითხებს, ხოლო დაზღვევის აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება განხორციელდება შემდგომი ცვლილებების ეტაპზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 სადაზღვევო სექტორის, როგორც ფინანსური სექტორის შემადგენელი ნაწილის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მზღვეველის აქციონერების და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს სამსახურის ზოგად ფუნქციას – დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, მაგრამ ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგლამენტაცია მწირია – კანონით არ არის განსაზღვრული სამსახურის კომპეტენციის ზუსტი ფარგლები მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ამ ფუნქციის ეფექტური აღსრულებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დამატებითი საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა. შემოთავაზებული ცვლილებებით დადგინდება ამ უფლებამოსილების რეალიზაციის კონკრეტული ფარგლები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის დახვეწისა და არსებული რეგულაციების საერთაშორისო აქტებთან დაახლოების აუცილებლობის თაობაზე სამსახურს არაერთხელ გაეწია რეკომენდაცია მსოფლიო ბანკის მისიის ფარგლებშიც.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შუწყობს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, გაზრდის სექტორისადმი ნდობის ხარისხს და ამით დაიცავს მომხმარებელთა ფინანსურ ინტერესებს, ასევე სადაზღვევო სექტორის საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს.

საქართველოში სადაზღვევო ურთიერთობების საჯარო – სამართლებრივი ასპექტების მარეგულირებელი სპეციალური ნორმები დადგენილია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო სფეროს ზედამხედველს წარმოადგენს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. იმის გათვალისწინებით რომ, დასადგენია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, მზღვეველის, სადაზღვევო შუამავლების ვალდებულებების ჩარჩო და სამსახურის კომპეტენციის ფარგლები, საჭიროა დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მისი დაახლოება საერთაშორისო სამართლებრივ აქტებით დადგენილ სტანდარტებთან, ასევე მზღვეველის საბაზრო ქცევისადმი ვალდებულებებისა და სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციის ფარგლების დაზუსტება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

პროექტი განსაზღვრავს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის მკაფიო ჩარჩოს, სისტემატიზაციაში მოჰყავს საშუამავლო საქმიანობის განმახორციებელი სუბიექტები, განსაზღვრავს მკაფიო მოთხოვნებს სადაზღვევო ბროკერების მიმართ, მათ შორის სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტებს მინიმალური კაპიტალის/საგარანტიო ფონდის და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონის აუცილებლობის სახით, ადგენს სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული დაკვნის სამსახურისათვის წარდგენას და სანქცირებას („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში) სადაზღვევო ბროკერის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევებში.

ფინანსურ სექტორში არსებული საკითხისადმი ანალოგიური მიდგომის პრინციპებისა და ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად პროექტი ითვალისიწნებს მზღვეველის ვალდებულებას გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.

სსიპ  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციის ფარგლების დაზუსტება ხელს შეუწყობს სადაზღვევო სფეროს განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მომხმარებელთა რწმენისა და ნდობის ფაქტორზე.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტური დაცვა დადებითად აისახება არა მხოლოდ თავად მომხმარებელზე, არამედ სადაზღვევო სერვისების გაუმჯობესებაზე, გრძელვადიანი და უფრო სტაბილური ბიზნესპროცესების დაგეგმვასა და ჯანსაღი კონკურენციის შექმნაზე, მხარეთა შორის დავების შემცირებასა და სხვ.;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტი შედგება 3 მუხლისგან.

კანონპროქტის პირველი მუხლი არსებითად ეხება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძირითადი დებულებების ცვლილებებს.

კანონპროექტის მეორე მუხლში მოცემულია გარდამავალი დებულებები.

კანონპროექტის მესამე მუხლი შეეხება კანონის ამოქმედების თარიღს.

კანონპროექტის პირველი მუხლი ადგენს:

დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობისა და მისი სახელმწიფო რეგულირების ნორმებს, მომხმარებლის დეფინიციას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მზღვეველის ვალდებულებების ჩარჩოს და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს.

კერძოდ,

კანონპროექტის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით შესწორდა მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი და სადაზღვევო ბროკერის ცნება ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით; ამავე მუხლს დაემატა „თ1 ქვეპუნქტი, რომლითაც განიმარტა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის არსი და რომელსაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ იცნობდა. გაფართოვდა „ადმინისტრატორის“ ცნება, დაემატა სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი/წევრი, ინდივიდუალური მეწარმე სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში – უშუალოდ ინდივიდუალური მეწარმე; ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „ჟ“ და ,,რ“ ქვეპუნქტები;

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს დაემატა „ღ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია ტერმინი „მომხმარებელი“. აღნიშნული განმარტება მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე დამზღვევ, დაზღვეულ, მოსარგებლე და/ან მესამე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე პირი, რომელსაც ზიანი მიადგა) პირი, იურიდულ პირს, მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ყველა ეტაპზე. მათ შორის, პრეტენზიის წარდგენის ეტაპი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. ამასთან, ფიზიკურ პირს ასევე, მომსახურების შეთავაზებისა და ხელშეკრულების დადების ეტაპებზეც.

ფიზიკური პირისთვის დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება განპირობებულია საქართველოში არსებული ფინანსური განათლების დონის, სადაზღვევო პროდუქტების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ხოლო ხელშეკრულების დადების შემდგომ და ან უკმაყოფილების, დავის წარმოშობის შემთხვევაში, ყველასათვის თანაბარი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექნიზმებით უზრუნვეყოფის მიზნით, აღნიშნული ტერმინი მოიაზრებს ყველა პირს.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს ემატება 61 და 62 პუნქტები, რომლებიც ადგენს:

მზღვეველი ორგანიზაციის ბიზნესქცევის სახელმძღვანელო პრინციპებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შიდა პოლიტიკისა და პროცედურების დამტკიცებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე მათი დაცვის უზრუნველყოფისა და შესრულებაში მზღვეველის მაღალი დონის მენეჯმენტის ჩართულობის ვალდებულებას.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ახალი რედაქციით ყალიბდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი.

შემოთავაზებული ცვლილებით ერთ მუხლში ექცევა დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების – სადაზღვევო ბროკერის და დაზღვევის აგენტის საქმიანობის ძირითადი ასპექტები. ამ ეტაპზე მუხლის ძირითადი ნაწილი ეთმობა სადაზღვევო ბროკერების საკითხებს, დაზღვევის აგენტების საქმიანობის რეგულირების მოდიფიკაცია დაგეგმილია შემდგომ ეტაპზე.

მკაფიოდ განისაზღვრა მზღვეველის ვალდებულება საშუამავლო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი წესით რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით.

ახალ რედაქციაში მზღვეველის სახელწოდებასთან დაკავშირებული მუხლის ანალოგიით განისაზღვრა სადაზღვევო ბროკერის სახელწოდებაში სიტყვების „სადაზღვევო ბროკერის“ ან ამ სიტყვებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენების შესაძლებლობა, რათა სახელწოდებიდანვე იქნეს იდენტიფიცირებული სუბიექტის საქმიანობის სახეობა.

დაზუსტდა სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციისათვის სამსახურისათვის მიმართვის დეტალები და საშუამავლო საქმიანობის დაწყების უფლება – სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, სამსახური კანონქვემდებარე აქტით საზღვრავს კონკრეტულ სარეგისტრაციო პირობებს, ადმინისტრატორების შესაფერისობის კრიტერიუმებს, შესაბამისი დოკუმენტაციის ჩამონათვალს.

განისაზღვრა სამსახურის მიერ სადაზღვევო ბროკერების სარეგისტრაციო რეესტრის წარმოების ძირითადი პირობები. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის მიზნით დგინდება სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების/სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების ვალდებულება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განისაზღვრა, რომ დამზღვევის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად დაზღვევის შუამავლისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები მზღვეველისთვის გადახდილად ითვლება მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ხოლო დაზღვევის შუამავლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

დადგინდა სადაზღვევო ბროკერის მიერ საქმიანობის განხორციელებისას მომხმარებლისათვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ინფორმაციის მინიმალური მოცულობა და მისი მიწოდების ფორმა (წერილობითი, ელექტრონული საშუალებები). კერძოდ, სადაზღვევო ბროკერი საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს:

ა) სადაზღვევო ბროკერის საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციისა და მისი უფლებამოსილების ფარგლების შესახებ;

გ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ მზღვეველში მნიშვნელოვანი წილის ფლობის, ან მზღვეველის მიერ ამ სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის ფლობისა და ოდენობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) მზღვეველის მიერ შეთავაზებული დაზღვევის პირობები;

ე) ისეთი სახით შედგენილი დაზღვევის ხელშეკრულებები, რომელიც სრულად შეესაბამება მომხმარებლის მიერ დაზღვევის შესახებ განაცხადში ასახულ დასაზღვევ რისკებს;

ვ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულების პირობების, კერძოდ: სადაზღვევო შენატანის, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის, ზარალის დარეგულირების, ანაზღაურების მიღების წესისა და პირობების, დადგენილი შეზღუდვებისა და ხელშეკრულების სხვა მნიშვნელოვანი პირობების შესახებ;

ზ) ინფორმაცია, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ბროკერის მიერ შუამავლობისათვის მიღებული გასამრჯელოს შესახებ;

თ) ინფორმაცია სადაზღვევო პოლისის შინაარსის და დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;

ი) ინფორმაცია მომხმარებელის მიერ პრეტენზიების წარდგენის წესის შესახებ;

კ) ინფორმაცია, თანამშრომლობს თუ არა იგი ერთ ან მეტ მზღვეველთან. ერთზე მეტ მზღვეველთან თანამშრომლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ამ მზღვეველების საფირმო სახელწოდებები;

ლ) დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა საკონსულტაციო ხასიათის ინფორმაცია.

ასევე განისაზღვრა, რომ სადაზღვევო ბროკერი და დაზღვევის აგენტი ვალდებული არიან დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას შეატყობინონ მზღვეველს მათთვის ცნობილი ყველა გარემოება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს დაზღვევის ხელშეკრულების დადებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით ფართოვდება სადაზღვევო ბაზრის მონაწილე პირთა წრე, რომელთა ფინანსურ სიმყარეზე ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობა, კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით შეცვლილია „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავის სათაური და ეწოდება „მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფა“.

კანონპროექტის მე-5 პუნქტით შეთავაზებული ცვლილებით ზუსტდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის რედაქციის შინაარსი, ხოლო ამ მუხლისთვის მე-6 პუნქტის დამატებით, მზღვეველი (ასევე უცხო ქვეყნის სადაზღვევო ორგანიზაციის ფილიალი/წარმომადგენლობა) ვალდებულია გამოაქვეყნოს ინფორმაცია აქციების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის უშუალო მესაკუთრისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ სამსახურის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ეს ცვლილება ეფუძნება ფინანსურ სექტორში არსებული ანალოგიური საკითხისადმი მიდგომის პრინციპებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს.

კანონპროქტის პირველი მუხლის მე-6 პუნტით ემატება ახალი 161 მუხლი და სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის საფუძვლებად განისაზღვრება კაპიტალის/საგარანტიო ფონდის და მისი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობა.

სადაზღვევო საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია ფლობდეს სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შესაბამისად), რომელიც საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უწყვეტად უნდა იყოს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე/ანგარიშებზე. ამასთანავე, აღნიშნული ფულადი სახსრები საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში/დაწესებულებებში განთავსებული უნდა იქნეს არანაკლებ 1-წლიანი პერიოდულობით.

სადაზღვევო ბროკერი საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე ვალდებულია ფლობდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნების (მათ შორის სადაზღვევო ლიმიტები, დაზღვევის პირობები) შესაბამისად.

მოქმედი კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკავებულად აწარმოოს საკუთარი და კლიენტების ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. პროექტით გათვალისწინებული 161 მუხლის მე-4 პუნქტით ხდება კლიენტების ანგარიშზე არსებული თანხის მიზნობრიობის და მისი გამოყენების ფარგლების კონკრეტიზაცია. კერძოდ, დაუშვებელია კლიენტების ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება, გარდა მათი მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის სახით, ხოლო დაზღვეულისათვის სადაზღვევო თანხის სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები არ შედის სამეურვეო ქონებაში და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს სადაზღვევო ბროკერის მომხმარებლების ფინანსური ინტერესების მაქსიმალურად დაცვა.

პროექტით გათვალისწინებული 161 მუხლის მე-5 პუნქტით სადაზღვევო ბროკერი ვალდებული ხდება ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილამდე მისი საქმიანობის სრულყოფილი ზედამხედველობის მიზნით სამსახურს წარუდგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 201 მუხლი, რომელიც ადგენს:

მზღვეველის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული რეგულაციების დაცვის ვალდებულებას, მომხმარებლის უფლებებს და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს მზღვეველის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვასთან მიმართებით.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის:

ა) ,,ბ“ ქვეპუნტის რედაქცია შეიცვალა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირთა წრეს დაემატა სადაზღვევო ბროკერი;

ბ) ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ,,გ“ ქვეპუნქტი და სანქცირებას დაქვემდებარებულ პირებს დაემატა სადაზღვევო ბროკერი/ადმინისტრატორი (ბროკერის);

გ) 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით სამსახურის უფლებამოსილებად დგინდება სადაზღვევო ბროკერისთვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დაწესება;

დ) ქვეპუნქტით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება შეიმუშაოს და მიიღოს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირების შესახებ;

ე) სამსახურის უფლებამოსილებების ჩამონათვალს ემატება მომხმარებლების უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლება;

ვ) მზღვეველის საქმიანობის ოპერატიული კონტროლის გაუმჯობესების მიზნით სამსახურს ენიჭება ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების გარდა, ანგარიშგების სხვა ფორმების დადგენისა და წარდგენის პროცედურის განსაზღვრა;

ზ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა სამსახურის უფლებამოსილება სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენასთან დაკავშირებით;

თ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლს ემატება „ფ“ „ქ“ ,,ღ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც სამსახური: დაადგენს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების – კაპიტალი/საგარანტიო ფონდის მინიმალურ ოდენობას/მოთხოვნებს და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობებს. ამ შემთხვევაში სამსახური იხელმძღვანელებს საერთშორისო პრაქტიკითა და ბაზრის რეალობის გათვალისწინებით.

განიხილავს მომხმარებელთა განცხადებებს მზღვეველის და სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით; კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით წარმართვას.”.

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლს ემატება 21 და 22 პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება შემთხვევები/გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს სანქციები, კონკრეტული სანქციები და მათი გამოყენების თანმიმდევრობა, მათ შორის ფინანსური სანქციები, რომელთა ოდენობას ადგენს სამსახური. ამ შემთხვევაში სამსახური იხელმძღვანელებს უკვე არსებული პრაქტიკით მზღვეველებთან მიმართებაში ბაზრის რეალობის გათვალისწინებით.

კანონპროექტის მე-2 მუხლში მოცემულია გარდამავალი დებულებები. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონპროექტის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სადაზღვევო ბროკერებს ეძლევათ ვადა კანონპროექტით გათვალისწინებული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-14 და მე-15 პუნქტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – საფირმო სახელწოდების შესაცვლელად და სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს დაევალა წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა 2019 წლის 1 აპრილამდე, კერძოდ, „სადაზღვევო ბროკერის მიერ საბროკერო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და მოთხოვნები“, „სადაზღვევო ბროკერის მიერ საბროკერო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი“, ‘სადაზღვევო ბროკერისთვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დაწესების შესახებ“ და “სადაზღვევო ბროკერის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“.

კანონპროექტის მე-3 მუხლი ადგენს კანონის ამოქმედების ვადას, კერძოდ: კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები – 2019 წლის 1 აპრილიდან.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის შესაბამისად დგინდება რიგი ვალდებულებები სადაზღვევო ბროკერებისათვის, შესაბამისად, მიზანშეწონილია გარკვეული ვადების განსაზღვრა მისი ამოქმედებისათვის, რათა კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა სადაზღვევო ბროკერებმა შეძლონ საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა ახალ მოთხოვნებთან.

ამასთან, პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სადაზღვევო ბროკერისათვის სამსახურის მიერ ფინანსური ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში. აღნიშნული ჯარიმის თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.

.) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს მზღვეველებისთვის.

სადაზღვევო ბროკერებს წარმოეშობათ მოთხოვნები საწესდებო კაპიტალის/საგარანტიო ფონდის (ივარაუდება, რომ თანხის ოდენობა იქნება 30 000 ლარის ფარგლებში) მიმართ და ასევე პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის (100 000 ლარის ოდენობის სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში) შეძენის ვალდებულება. ასევე, ექნებათ ფინანსური შედეგები სამსახურის მიერ ფინანსური ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში (სამსახური იხელმძღვანელებს უკვე არსებული პრაქტიკით მზღვეველებთან მიმართებაში).

.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ არის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

კანონპროექტი მომზადებულია 2002 წლის 9 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/92/EC დირექტივის პრინციპების გათვალისწინებით, (უშუალოდ ეხმიანება ამ დირექტივის ძირითად მიდგომებს დაზღვევის ბროკერებთან მიმართებაში) რომელიც დღეის მდგომარეობით გაუქმებულია და იგი ჩანაცვლდა 2016 წლის 20 იანვრის 2016/97/EC დირექტივით, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე გავრცელდა 2018 წლის 23 თებერვლიდან (2-წლიანი იმპლემენტაციის პერიოდი). მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის 9 ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/92/EC დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება გამომდინარეობს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (ჰარმონიზაციის ბოლო ვადაა 2022 წ.) დინამიური აპროქსიმაციის პრინციპის, ასევე ქვეყანაში მოცემულზე არსებული ხედვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა მოხდეს მსჯელობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ახალ დირექტივასთან (2016 წლის 20 იანვრის 2016/97/EC) ჰარმონიზაციის პროცესის მიზანშეწონილობის მიმართულებით, რაც თავისთავად მოიცავს სრულიად ახალი სტანდარტების დანერგვის ადეკვატურ ხედვებს და ამ პროცესისთვის შესაბამისი და ადეკვატური ვადების დადგენის აუცილებლობას.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, როგორც განმარტებით ბარათში აღინიშნა, სექტორი საჭიორებს სათანადო ზედამხედველობას, სისტემაში მოყვანას და წარმოდგენილი კანონპროექტი წარმოადგენს საწყის ბაზას მოცემული პროცესისთვის, ასევე ქმნის საფუძველს შემდგომში ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.

რაც შეეხება კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების, ამ მხრივ არსებული რეგულაციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მზღვეველის საბაზრო ქცევის რეგულირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა განიხილება იმავე აქტუალობის საკითხად, როგორც მზღვეველის პრუდენციული ზედამხედველობა.

კანონპროექტის მომზადებისას, ადგილობრივი კანონმდებლობისა და ბაზარზე არსებული გამოწვევების გარდა, გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით სერბეთის, ხორვატიის და რუმინეთის პრაქტიკა.

ამასთან, კანონპროექტის მიღება ეხმიანება მსოფლიო ბანკის ასახულ რეკომენდაციებს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.) სახელმწიფო,  არასახელმწიფო  ან/და  საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

კანონპროექტის შემუშავებაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით უშუალოდ მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ექსპერტები; კანონპროექტი გადამუშავებულია მათი მოსაზრებების გათვალისწინებით. იგი ასევე შეთანხმებულია სადაზღვევო ინდუსტრიასთან.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის ავტორი:

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

პრტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხარებლის ანგარიშზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                       სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა. ა. ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის სისტემატიზაცია, მომხმარებელთა ფინანსური ინტერესების დაცვა მათ მიერ სადაზღვევო შენატანების დაზღვევის შუამავლისათვის გადახდის და/ან სადაზღვევო ანაზღაურების მიღებისას დაზღვევის შუამავლის მეშვეობით.  

ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:     

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით (მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები) დამზღვევის მიერ, დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, დაზღვევის შუამავლისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები ითვლება მზღვეველისთვის გადახდილად მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ხოლო დაზღვევის შუამავლის მეშვეობით სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

ამავე კანონპროექტით, 161 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით „სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკავებულად აწარმოოს საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება გარდა მათი მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის სახით, ხოლო დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები არ შედის სამეურვეო ქონებაში და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.“ საკითხი შეეხება იმ თანხებს, რომელიც არ წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერის კუთვნილებას და რომლის გამტარიც შესაძლებელია გახდეს ბროკერი დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება დაზღვევის პროცესის (დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან დამზღვევის/დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მომენტამდე) შეუფერხებლად წარმათვას და დამზღვევის/დაზღვეულის უფლებების დაცვას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სადაზღვევო ბროკერის კლიენტების ანგარიშზე არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული მოცემულობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება ასახულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონშიც (21 მუხლი, მე-6 ნაწილი).

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

მომხმარებელთა ფინანსური ინტერესების დაცვა დაზღვევის სფეროში შუამავლების მომსახურების მიღებისას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი და მას ემატება შემდეგი რედაქციის მე-7 ნაწილი:

„7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხარებლის ანგარიშზე.“.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;

კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღს.

ამასთან, პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.

.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც 

ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს დაზღვეულებისთვის, რომლებიც სადაზღვევო შუამავლების – დაზღვევის ბროკერების მეშვეობით ურთიერთობენ მზღვეველებთან. კერძოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს დამზღვევის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გადახდილი სადაზღვევო პრემიის გარანტირებულად გადახდას მზღვეველისათვის, ხოლო მზღვეველის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვობით გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების დამზღვევის/დაზღვეულის მიერ გარანტირებულად მიღებას და ამით მისი, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვას.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.) სახელმწიფო,  არასახელმწიფო  ან/და  საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

) კანონპროექტის ავტორი:

სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს მთავრობა.

პრტი

საქართველოს კანონი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                       სალომე ზურაბიშვილი

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ვლილების შეტანის თაობაზე

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა. ა. ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის სისტემატიზაცია, მომხმარებელთა ფინანსური ინტერესების დაცვა მათ მიერ სადაზღვევო შენატანების დაზღვევის შუამავლისათვის გადახდის და/ან სადაზღვევო ანაზღაურების მიღებისას დაზღვევის შუამავლის მეშვეობით.  

ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:     

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით (მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები) დამზღვევის მიერ, დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, დაზღვევის შუამავლისთვის გადახდილი სადაზღვევო შენატანები ითვლება მზღვეველისთვის გადახდილად მათი მზღვეველისთვის გადაცემის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ხოლო დაზღვევის შუამავლის მეშვეობით სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულად ჩაითვლება დამზღვევის/დაზღვეულის მიერ მისი ფაქტობრივად მიღების შემდეგ.

ამავე კანონპროექტით, 161 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფის პირობებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტით „სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას განცალკავებულად აწარმოოს საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ ანგარიშზე. დაუშვებელია მომხმარებლის ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება გარდა მათი მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის სახით, ხოლო დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით გადაცემისა. ამ ანგარიშზე აკუმულირებული სახსრები არ შედის სამეურვეო ქონებაში და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ამასთანავე, აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.“ საკითხი შეეხება იმ თანხებს, რომელიც არ წარმოადგენს სადაზღვევო ბროკერის კუთვნილებას და რომლის გამტარიც შესაძლებელია გახდეს ბროკერი დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების პროცესში.

აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება დაზღვევის პროცესის (დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან დამზღვევის/დაზღვეულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მომენტამდე) შეუფერხებლად წარმათვას და დამზღვევის/დაზღვეულის უფლებების დაცვას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სადაზღვევო ბროკერის კლიენტების ანგარიშზე არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული მოცემულობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება ასახული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც“ (მუხლი 191, პუნქტი 7).

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

მომხმარებელთა ფინანსური ინტერესების დაცვა დაზღვევის სფეროში შუამავლების მომსახურების მიღებისას.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის „სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 მუხლი და მას ემატება შემდეგი რედაქციის მე-6 ნაწილი:

„6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.“.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

ასეთი არ არსებობს.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;

კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის თარიღს.

ამასთან, პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას.

.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

.) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

.) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც 

ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს დაზღვეულებისთვის, რომლებიც სადაზღვევო შუამავლების – დაზღვევის ბროკერების მეშვეობით ურთიერთობენ მზღვეველებთან. კერძოდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს დამზღვევის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გადახდილი სადაზღვევო პრემიის გარანტირებულად გადახდას მზღვეველისათვის, ხოლო მზღვეველის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვობით გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების დამზღვევის/დაზღვეულის მიერ გარანტირებულად მიღებას და ამით მისი, როგორც მომხმარებლის უფლებების დაცვას.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი):

კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას.

) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

.) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

.) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

.) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

.) სახელმწიფო,  არასახელმწიფო  ან/და  საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

.) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: