დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017702 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 8 აპრილის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები