დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4747-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.019491 |
|
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.019103) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
„მუხლი 11 1. ამ კანონის მოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან. |
თბილისი, 30 მაისი 2019 წ. N4747-IIს |
დოკუმენტის კომენტარები