დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4961-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.019572 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) მედიაციის მონაწილეს − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიების მიზნით;“. 2. 59-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;“. 3. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) არის ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 18 სექტემბერი 2019 წ. N4961-Iს |
დოკუმენტის კომენტარები