საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5186-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019625
5186-Iს
17/10/2019
ვებგვერდი, 23/10/2019
090000000.05.001.019625
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე ნაწილი:

„38. პირველადი გამოკვლევა − დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თავდაპირველად ბრალდების მხარის მიერ დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, სანამ ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე ისარგებლებს.“. 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 მუხლი:  

„მუხლი 831. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული შესაძლო მტკიცებულების დაცვის მხარისთვის გადაცემა/გაცნობა

1. თუ ბრალდების მხარე აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, იგი ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.   

2. თუ დაცვის მხარეს სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ  საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება და არ არსებობს ამ კოდექსის 144-ე მუხლის 32−35 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები, ბრალდების მხარე აღნიშნულ მასალას დაცვის მხარეს გადასცემს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, იმავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

3. თუ ბრალდების მხარე არ აპირებს, სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინოს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგანი, დოკუმენტი, ნივთი, ნივთიერება, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ან თუ დაცვის მხარეს არ სურს თავისი შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებულ საგანზე, დოკუმენტზე, ნივთზე, ნივთიერებაზე, ინფორმაციის შემცველ სხვა ობიექტზე ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ესაჭიროება ამ მასალის დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ბრალდების მხარე ვალდებულია აღნიშნული მასალა მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს/გააცნოს დაცვის მხარეს პირველადი გამოკვლევის დასრულებისთანავე, ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.      

4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდების მხარე დაცვის მხარისთვის შესაბამისი მასალის გადაცემას/გაცნობას აჭიანურებს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მისთვის აღნიშნული მასალის ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით გადაცემის/გაცნობის შესახებ. ეს შუამდგომლობა განიხილება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.     

3. 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს.“.       

4. 144-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32−35 ნაწილები:

„32. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ექსპერტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტი ადგენს საექსპერტო კვლევის ობიექტზე ექსპერტიზის მრავალჯერადად ჩატარების შესაძლებლობას.   

33. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბრალდების მხარეს, ბრალდების მხარემ კი, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს.

34. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები წარუდგინოს ბრალდების მხარეს. ბრალდების მხარე ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის ექსპერტს.

35. პირველადი გამოკვლევის ფარგლებში შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს გადაეცემა ამ კოდექსის 146-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.“. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 ოქტომბერი 2019 წ.

N5186-Iს