საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 125, 30/10/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 230200000.11.117.006160
552
30/10/2003
სსმ, 125, 30/10/2003
230200000.11.117.006160
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა 552

2003 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის 291 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპურ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის 567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მეორე პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის 291 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წლის სექტემბერი 92. მუხ. 824) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიურ დებულებაში” შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-7 მუხლის ტ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ს.

2. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტები;

ბ) საბაჟო გაფორმების განყოფილება;

გ) საბაჟო საგუშაგოები;

დ) საბაჟო საქმის მართვის განყოფილება;

ე) საფინანსო საბუჰხალტრო განყოფილება;

ვ) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;

ზ) ადმინისტრირებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;

თ) საქმისწარმოების განყოფილება;

ი) სამეურნეო ნაწილი.

3. დებულებიდან ამოღებულ იქნას მე-17, 21-ე და 23-ე მუხლები.

4. დებულების 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. საქმისწარმოების განყოფილების ძირითადი ამოცენებია: შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; თათბირების საოქმო გაფორმება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა; მოსამსახურეთა შვებულების გრაფიკის მომზადება საბაჟო დეპარტამენტში წარდგენის მიზნით.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მ. გოგიაშვილი