საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5621-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019706
5621-რს
19/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
090000000.05.001.019706
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს, აგრეთვე  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.“.

2. 77-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. დასაშვები მტკიცებულებაა აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი.“.

3. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. მტკიცებულებითი ძალა აქვს აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლირებადი მიწოდების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლებულ წინასწარ ნიშანდებულ ან/და ყალბ (სიმულაციურ) დოკუმენტს. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი.“.

4. 81-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ტყვია-მასრები გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვია-მასროთეკაში განსათავსებლად;

2) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიძლება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო/საწვრთნელი ან/და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ამ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეცეს. ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცება.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 დეკემბერი 2019 წ.

N5621-რს