საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5658-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.019753
5658-რს
20/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
200000000.05.001.019753
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 238-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 123 ნაწილი:

„123. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დაუყოვნებლივ ჩერდება ან არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. თუ რეზოლუციის რეჟიმი  საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განაახლოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.“.

2. 241-ე მუხლის 101 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10​1. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

3. 243-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ის ანგარიშები, რომლებზედაც საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5658-რს