დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5660-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.019754 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 152-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.“. 2. 153-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს 1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისათვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოს (ფინანსური გირაოს საგანს) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე არ შეიძლება ყადაღა დაედოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ქონებას და მასში არსებულ საბანკო ანგარიშებს, ხოლო ყადაღადადებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოქმედება უნდა შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.“. 3. 155-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (გარდა ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონებას გადამალავენ ან გაანადგურებენ, პროკურორს უფლება აქვს, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5660-რს |
დოკუმენტის კომენტარები