„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 26/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016446
58/04
26/03/2020
ვებგვერდი, 26/03/2020
220010040.18.011.016446
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №58/04

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, :

 


მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებით (სსმ, №165, 17/12/2010) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 141 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი:

„მუხლი 142. სავალუტო ოპერაციები ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით

1. ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის ყიდვის და/ან გაყიდვის თაობაზე, თავის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე ეროვნულმა ბანკმა განაცხადი შეიძლება დადოს უკვე არსებული განაცხადის დასაკმაყოფლებლად (შესაბამისი კურსით ან მოცულობით) და/ან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით და მოცულობით.

3. ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმის მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ დაკმაყოფილებული განაცხადების ანგარიშსწორება განხორციელდება ამავე დებულების მე-14 მუხლის მე-5 და მე-8-მე-13 პუნქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 26 მარტიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე