დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-60/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/06/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016759 |
|
„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2017, 470230000.22.035.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული: |
1.
№1 დანართის („შვილად აყვანის წესი“): |
ა)
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის ურთიერთობებში – ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე.“; |
ბ)
მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შეთავაზებად არ ჩაითვლება, თუ მშვილებლის მიერ სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ შეთავაზებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მშვილებლის მიერ სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის მონაცემებს ან შეთავაზებულმა გასაშვილებელმა ბავშვმა განაცხადა უარი.“. |
2.
№2 დანართის („შვილად აყვანის კომისიის მუშაობის წესი“): |
ა)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება – სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.“; |
ბ)
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის განხილვას კომისია იწყებს სააგენტოს საერთაშორისო შვილად აყვანის საქმის წარმოების კოორდინატორის/მოხელის (შემდგომში – კოორდინატორი) მოხსენებით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები