„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №230/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 193/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/10/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016516
193/04
30/10/2020
ვებგვერდი, 02/11/2020
220090000.18.011.016516
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №230/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №193/04

2020 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №230/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №26/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 ნოემბრის №230/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 26/11/2019; ს/კ: 220090000.18.011.016420) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. ბანკმა 2022 წლის პირველ იანვრამდე შექმნილი რისკის პოზიციები, რომლებიც არღვევს ამ დებულების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ლიმიტებს, აღნიშნულ ლიმიტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს არაუგვიანეს 2022 წლის პირველი ივნისისა. ამასთან ბანკმა:

ა) 2022 წლის 31 იანვრამდე ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოსასვლელი სამოქმედო გეგმა;

ბ) 2022 წლის პირველ ივნისამდე პერიოდში იმოქმედოს ამ პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე