საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020301
430-IVმს-Xმპ
30/03/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
090000000.05.001.020301
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 198-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა, გარდა ამ მუხლითა და ამ კოდექსის 205-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოიყენება აგრეთვე ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 11პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მარტი 2021 წ.

N430-IVმს-Xმპ