სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016477
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
35
29/04/2021
ვებგვერდი, 04/05/2021
010250050.35.108.016477
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/05/2021 - 25/07/2024)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2021 წლის 29 აპრილი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულები და სქემატური რუკა  თანდართული  დანართი №1-ის  და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ოქტომბრის №47 დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი



დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

1.  ქ. სენაკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია  ქალაქი  სენაკი).

2. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები:   ახალსოფელი, ისულა).

3. ეკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტაო).

4. ზანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ზანა, ეწერი, სატყებუჩაო, საესებუო, საშურღაიო).

5. ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: მუხური, სირიაჩქონი, საგვიჩიო).

6. თეკლათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: თეკლათი, რეკა, ტყირი, საგვარამიო, გოლასკური).

7.  ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ლეძაძამე, ლესაჯაიე, კვაუთი, ჯოლევი, ლეგოგიე, ბეთლემი).

8.  მენჯის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: სკურია, საგაბესკირიო, საწულეისკირიო, პერტული, სახარბედიო, ბათარია).

9.  ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორიასოფლები: ნოსირი, შუა  ნოსირი, საოდიშარიო, საკილასონიო, საბესელიო).

10. ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო ნოქალაქევი, ჯიხა, ლებაღათურე, გახომელა, ძიგიდერი).

11. უშაფათის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: უშაფათი, ლეგოგინე, ლეკოკაიე).

12. ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ფოცხო, ლეგოგიე – ნასაჯუ, მოხაში, მეორე მოხაში).

13. ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ძველი სენაკი, კოტიანეთი, ზ/სორტა, ქ/სორტა,  საჩიქობავო).

14. ხორშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია  სოფლები: პატარა ზანა, დიდი ხორში, საგუგუნაო, შუა ხორში, ციზეთი, სადადიანო).

15. გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: გეჯეთი).

16. მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი: მეორე ნოსირი).