საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 615-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.020327
615-IVმს-Xმპ
09/06/2021
ვებგვერდი, 14/06/2021
090000000.05.001.020327
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81მუხლი:

„მუხლი 811. ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის შეტყობინება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე და სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას

თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება ან/და მისი მისაბმელი, განთავსებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე, ამ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მიაწოდოს აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ამ კოდექსის მე-80 მუხლის პირველი−მე-6 ნაწილებისა და  81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტიდან 15 დღის ვადაში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 ივნისი 2021 წ.

N615-IVმს-Xმპ