„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017221
730
30/06/2021
ვებგვერდი, 01/07/2021
010320020.22.027.017221
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №730

2021 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 ნოემბრის №658 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.017152) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი III

ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები“.

 

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 პუნქტი:

„21. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე