“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/04/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 01/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.11.106.004.748
  • Word
147
25/04/2001
სსმ, 147, 01/05/2001
010.320.080.11.106.004.748
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.080.11.106.004.748

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №147

2001 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი დამტკიცებული დებულებით ხელმძღვანელობს სამედიცინო სამსახურს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შეიმუშავებს ღონისძიებებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და მედიკამენტებით მომარაგებისათვის. ამასთან, მისი დებულება არ ითვალისწინებს შემოტანილი მედიკამენტების განაწილებას დაწესებულებებს შორის, რასაც დეპარტამენტი პრაქტიკულად მაინც ახორციელებს. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. დეპარტამენტს გააჩნია მრგვალი ბეჭედი და შტამპი დეპარტამენტის დასახელებითა და ნომრით”.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 2 მარტის №85 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის “მ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,წინადადებების წარდგენა დეპარტამენტის სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის, მედიკამენტებით, სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით მომარაგების თაობაზე. ასევე მიღებული მედიკამენტების და სამედიცინო აპარატურის განაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულებებს შორის.”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი