“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 27/07/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.11.117.004.865
  • Word
159
16/07/2001
სსმ, 79, 27/07/2001
190.020.100.11.117.004.865
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.11.117.004.865

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 159

2001 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის 122 ბრძანებით დამტკიცებული სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 12 დეკემბრის 523 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის 122 ბრძანებთ დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ”საოპერაციო დეპარტამენტის, საანგარიშსწორებო ცენტრის“;

2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: საოპერაციო დეპარტამენტის და რეგიონალური ხაზინების“;

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ”საოპერაციო დეპარტამენტს და რეგიონალურ ხაზინებს“ და მის ნაცვლად დაემატოს სიტყვა ”ხაზინას“;

4. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ”საოპერაციო დეპარტამენტისა“;

5. დებულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, მთავარ ბუღალტერს, რეგიონალური ხაზინების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, სახაზინო სამსახურის სისტემის ორგანოების დანარჩენ მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი, შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელის წარდგინებით“;

6. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. სახაზინო სამსახურის რეგიონალური ორგანოებია:

ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ბ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლის მხარეში;

გ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლის მხარეში;

დ) რეგიონალური ხაზინა კახეთის მხარეში;

ე) რეგიონალური ხაზინა იმერეთის მხარეში;

ვ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში;

ზ) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთის მხარეში;

თ) რეგიონალური ხაზინა გურიის მხარეში;

ი) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთის მხარეში;

კ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში;

ლ) ქ. ფოთის ხაზინა.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი