დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 27/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.004.869 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.004.869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №285
2001 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 20 ივნისის №214 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიანი წესის დანართი №1-ის მეორე თავში “სპეცსახრების ანგარიშზე შემოსული თანხები გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის” შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სააღსრულებო დეპარტამენტის აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის პირადი შემადგენლობის მატერიალური წახალისებისათვის, რომლის მოცულობაც განისაზღვროს დანართ №1ა-ში მოცემული შკალის შესაბამისად;”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1ა
| სამინისტროს სპეც. ანგარიშზე გადმორიცხული თანხის ოდენობა | სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის დადგენილი პროცენტის ოდენობა |
| 50 000 ლარამდე | 10% |
| 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე | 5 000 ლარს + 50 000 ლარის ზევით თანხის 1% |
| 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე | 5 500 ლარს + 100 000 ლარის ზევით თანხის 0,2% |
| 500 000 ლარის ზევით | 6 500 ლარი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები