დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 03/08/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/12/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.11.106.004.873 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.871
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №288
2001 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. დეპარტამენტის სიმბოლიკა
დეპარტამენტს აქვს მრგვალი, 50-მილიმეტრიანი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი” და შესაბამისი თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე”.
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები