დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 980-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 080060000.05.001.020404 |
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 ნაწილები: „21. გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. 22. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით/მე-2 ნაწილით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებით.“. 2. 92-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში განსაზღვროს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის/ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე სატელეფონო საუბრის განხორციელების წესი და პირობები. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
თბილისი, 2 ნოემბერი 2021 წ. N980-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები