გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1106-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.020449
1106-VIმს-Xმპ
15/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
360160000.05.001.020449
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. თუ დაგეგმილი საქმიანობა ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება და ტყის სტატუსის შეწყვეტას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებას საჭიროებს, საქმიანობის განმახორციელებელმა სკოპინგის ანგარიშს უნდა დაურთოს ინფორმაცია ტყის სტატუსის შეწყვეტის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ.“.

3. მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს ტყის სტატუსის შეწყვეტას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალურ სარგებლობას, საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ის ანგარიშს უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიებებს ან/და შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე პირთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია აღნიშნული პირი;“.

5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. საქმიანობის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქმიანობის განმახორციელებელმა გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციას უნდა დაურთოს ტყის სტატუსის შეწყვეტისთვის/განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1106-VIმს-Xმპ