დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 515 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 13/12/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.060.010.11.106.005.094 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.010.11.106.005.094
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №515
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„’ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო სამსახურების საქმიანობის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 9 ნოემბრის №400 ბრძანების №2 დანართის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” ქვეპუნქტი:
„ე) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის დროს პასუხისმგებელი ექიმი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ავადმყოფის სასწრაფო წესით სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციის თაობაზე, რის შესახებაც სამედიცინო ნაწილის უფროსი მიმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ავადმყოფის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნით და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები