საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1191-VIIრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020462
1191-VIIრს-Xმპ
22/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
200000000.05.001.020462
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-7 და მე-8  ნაწილები:

„7. ფიზიკური პირის, რომელიც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

8. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა)  მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა.“.

2. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 ნაწილები:

„31. ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 10 პროცენტით.

32. პირის მიერ ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 2 პროცენტით.“.

3. 97-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.“;

ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9და 92  ნაწილები:

„91. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში საქმიანობის ამ ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

92. ამ მუხლის მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმავე ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისთვის მიიჩნევა, რომ პირის მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.“.

4. 98-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი მოგება იბეგრება 10 პროცენტით.“.

5. 135-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“.

6. 153-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით);“;

ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საწარმო, ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ.“;

გ) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი:

„11. ფიზიკური პირი, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საშემოსავლო გადასახადის შესახებ.“.

7. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა)  „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: 

1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

2. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობი პირი, რომელიც მოთამაშეზე სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გასცემს თანხას;“.

8. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 133-ე ნაწილი:

„133. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მიიჩნევა მოგების განაწილებად და იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.



 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 დეკემბერი 2021 წ.

N1191-VIIრს-Xმპ