“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 17/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.114.005.123
  • Word
22
17/01/2002
სსმ, 6, 17/01/2002
230.210.000.11.114.005.123
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.114.005.123

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №22

2002 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ო” ქვეპუნქტის და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 აგვისტოს №199 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) უშიშროების სამმართველო;”;

ბ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1” ქვეპუნქტი:

1) დაცვის სამმართველო;”;

გ) დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 17. უშიშროების სამმართველო

უშიშროების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ინფორმაციის მოპოვება საბაჟო წესებისა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა სახის დარღვევების ფაქტების აღსაკვეთად, აგრეთვე მოსალოდნელი საბაჟო დანაშაულების შესახებ მიღებული ინფორმაციის განხილვა, სისტემატიზაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ მისი გამოყენების მიზ-ნით, დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სხვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ასევე დეპარტა-მენტის თავმჯდომარის სხვა სპეციალური დავალებების შესრულება.”

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

    „მუხლი 171. დაცვის სამმართველო

დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საბაჟო ზონებისა და დეპარტამენტის კუთვნილი შენობა-ნაგებობების დაცვა, ასევე სხვა სპეციალური დავალებების შესრულება (მათ შორის, ნაღდი ფულის ინკასაცია, საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სისტემის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების პირადი დაცვის ორგანიზება), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე თავმჯდომარის დავალებებით შესაბამისი რეაგირების განხორციელება.”.

2. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს და ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველოს უზრუნველყონ საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ძნელაძე