საქსტანდარტის მიერ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების (ატესტაციის) სამუშაოთა რეგლამენტირების შესახებ

  • Word
საქსტანდარტის მიერ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების (ატესტაციის) სამუშაოთა რეგლამენტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 08/02/2002
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 14/02/2002
სარეგისტრაციო კოდი 300.180.000.12.216.005.153
  • Word
16
08/02/2002
სსმ, 15, 14/02/2002
300.180.000.12.216.005.153
საქსტანდარტის მიერ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების (ატესტაციის) სამუშაოთა რეგლამენტირების შესახებ
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტარციო კოდი 300.180.000.12.216.005.153

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება 16

2002 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქსტანდარტის მიერ გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების (ატესტაციის) სამუშაოთა რეგლამენტირების შესახებ

საქართველოს კანონის გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ IV თავის მე-12, მე-14 და მე-15 მუხლებიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზომვის საშუალებების მეტროლოგიურ კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების, სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სერტიფიკატის გაცემის დროს დადგენილი მოქმედების ვადის გასვლა არ ჩაითვალოს გაზომვის საშუალებების ხმარებიდან (რეესტრიდან) ამოღების საფუძვლად.

2. დამტკიცდეს:

ა) გაზომვის საშუალებების დამოწმების მოწმობების გაცემის და აღრიცხვის წესი (დანართი 1);

ბ) გაზომვის საშუალებების დამოწმების მოწმობის ფორმა (დანართი 2);

გ) გაზომვის საშუალებების დამოწმების შედეგების აღიარების რეგლამენტი თანდართული სერტიფიკატის და სერტიფიკატის დანართის ფორმებთან ერთად (დანართი 3).

3. საქსტანდარტმა და იურიდიული პირების აკრედიტებულმა მეტროლოგიურმა სამსახურებმა, რომლებიც ახორციელებენ გაზომვის საშუალებების დამოწმებას, დამოწმების დადებითი შედეგების დადასტურების მიზნით დამოწმების დამღის დასმის გარდა, აუცილებლად გასცენ დამოწმების მოწმობები ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისანთანავე.

ბ. შოშიტაიშვილი

გაზომვის საშუალებების დამოწმების მოწმობების გაცემის და აღრიცხვის წესი

1. გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლებაზე აკრედიტებული იურიდიული პირების მეტროლოგიური სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) ყოველი თვის პირველ დეკადაში წერილობითი ფორმით წარმოადგინონ საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველოში მოწმობების საჭირო რაოდენობის მოთხოვნა;

ბ) მოწმობები გაიცემა იურიდიული პირების ნდობით აღჭურვილ პირებზე (მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში);

გ) მოწმობები გაზომვის საშუალებების დამოწმებაზე ივსება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველოს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;

დ) მოწმობების შევსება და გაფორმება ხორციელდება საქსტანდარტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით;

ე) ამა თუ იმ მიზეზით დაზიანებული მოწმობების ფორმები ექვემდებარებიან მეტროლოგიის სამმართველოში დაბრუნებას მათი ანულირების მიზნით;

ვ) იურიდიული პირების აკრედიტებული დამმოწმებელი მეტროლოგიური სამსახურები მიღებული და გამოყენებული მოწმობების აღრიცხვას აწარმოებენ სპეციალურ ჟურნალში;

ზ) საანგარიშო წლის ბოლოს იურიდიული პირები ვალდებულნი არიან დააბრუნონ მეტროლოგიის სამმართველოში გაუხარჯავი მოწმობების ფორმები, ან წერილობით წარმოადგინონ მათი დატოვების არგუმენტები.

2. საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველო ვალდებულია:

ა) გააკონტროლოს დამოწმების მოწმობების შევსების სისწორე და საჭიროების შემთხვევაში დააყენოს საკითხი შესაბამისი იურიდიული პირის წინაშე დარღვევების გამოსწორების მიზნით;

ბ) კვარტალში ერთხელ (მომდევნო კვარტალის პირველი თვის 10 რიცხვამდე) წარუდგინოს ანგარიში საქსტანდარტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოში გაზომვის საშუალებების დამოწმებით სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მომდევნო წლის პირველი თვის 10 რიცხვამდე განზოგადებული სახით წარედგინება საქსტანდარტის თავმჯდომარეს;

გ) აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში დააყენოს საკითხი საქსტანდარტის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი რეაგირების განხორციელების შესახებ;

დ) ამ წესით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს დამოწმების მოწმობების გაცემა, მიღება და რეგისტრაცია. ამავე დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს მათი გაცხადებული რაოდენობის დასაბუთება.

*                                         სავალდებულო

 

ს ა ქ ს ტ ა ნ დ ა რ ტ ი

 

მოწმობა

 

გაზომვის საშუალების დამოწმების შესახებ

___________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების დასახელება

___________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების ტიპი, საქარხნო ან საინვენტარიზაციო ნომერი

___________________________________________________________________________________

მწარმოებლის ფირმისა და ქვეყნის დასახელება

___________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების წარმოდგენის დასახელება, მისამართი, ტელეფონი

___________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების კუთვნილება, მისამართი

 

გაზომვის საშუალების _____________________________________ დამოწმება ჩატარებულ იქნა

                                                                      დამოწმების სახე

 

____________________________________________________________________________________

მეტროლოგიური სამსახურის დასახელება, აკრედიტაციის და თარიღი, ანგარიშ-განცხადების

 

დამოწმების შედეგების საფუძველზე დამოწმების საშუალების ____________________

                                                                                                                                                  დასახელება, ტიპის

 

ცდომილება შეადგენს ______________________ იგი ცნობილია ვარგისად და გამოსაყენებლად.

 

მომდევნო დამოწმების თარიღი ______________________________________________

 

მოწმობა ძალაშია და მოქმედებს მომდევნო დამოწმებამდე.

 

ხელმძღვანელი ___________________________         ___________________________

                                                    ხელმოწერა                                                     ინიციალები, გვარი

 

მოწმობა ჩავიბარე:

_______________________________________

იურიდიული ან ფიზიკური

__________________________                   _________________________       __________________________

პირის მონაცემები                                       ხელმოწერა                                                   ინიციალები, გვარი

 

___“___________ 200 წ.

 

შენიშვნა: 1. დამღის დარღვევის ან მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში გაზომვის საშუალება ექვემდებარება რიგგარეშე დამოწმებას.

2. მომდევნო დამოწმებისას გაზომვის საშუალება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამოწმების მოწმობასთან ერთად.

 

გაზომვის საშუალების მეტროლოგიური მახასიათებლები

 

დამოწმების ჩატარების ნორმატიული დოკუმენტის დასახელება

____________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების დასახელება, ტიპი, ნომერი

 

გაზომვის საშუალების ჩვენება:

დამოწმებამდე _____________________________________

დამოწმების შემდეგ _________________________________

 

დამოწმება ჩატარდა

 

_________________________________     _________________________________

 დამოწმების სახე                                                                 დამოწმების თარიღი

 

გაზომვის დიაპაზონი, დანაყოფის ფასი, სიზუსტის კლასი, თანრიგი

დამოწმებისას გამოყენებული ეტალონის, კომპლექტის ტიპი, მარკა

დამოწმების რეჟიმი

ცდომილება

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზომვის საშუალების ცდომილება

დასაშვები ______________________________ ფაქტობრივი _____________________________

დასკვნა _________________________________________________________________________

დამოწმება ჩატარებულია ____________________________ მიერ და გაზომვის საშუალებაზე

                                                                 დამმოწმებლის გვარი

 

დასმულია ________________________________ დამღა

       დამღის ნომერი

დამმოწმებელი ____________________________       ______________________________

                ხელმოწერა                                                              ინიციალები, გვარი

 

გაზომვის საშუალებების დამოწმების შედეგების აღიარების

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი

 

1. გაზომვის საშუალებების დამოწმების შედეგების აღიარება დაშვებულია მხოლოდ საქსტანდარტისა და სხვა ქვეყნების მეტროლოგიის ეროვნული ორგანოების საერთაშორისო ურთიერთშეთანხმების ფარგლებში.

2. სხვა ქვეყნებთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქსტანდარტი იღებს გადაწყვეტილებას დამოწმების შედეგების აღიარების და საქართველოში მათი გამოყენების (კანონიერად ცნობის) შესახებ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საქსტანდარტს მიღებული აქვს განაცხადი (თხოვნა), ჩატარებული დამოწმების შედეგების აღიარების შესახებ;

ბ) სხვა ქვეყანაში დამოწმებული გაზომვის საშუალების ტიპი დამტკიცებულია საქსტანდარტის მიერ და შეტანილია გაზომვის საშუალებების სახელმწიფო რეესტრში;

გ) საქსტანდარტს მიღებული აქვს დასამოწმებელი ლაბორატორიის (ორგანიზაციის) აკრედიტაციის და კომპეტენტურობის დამადასტურებელი მასალები (ატესტატი, დამოწმების უფლების სფეროები, დამოწმების დამღების ნიმუშები და ა.შ.);

დ) გაზომვის საშუალების დოკუმენტაცია შეიცავს დამოწმების დამადასტურებელ აღნიშვნას, თვით გაზომვის საშუალებებზე კი დატნილია შესაბამისი დამღა.

3. საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველო ახდენს წარმოდგენილი მასალების დოკუმენტალურ მეტროლოგიურ ექსპერტიზას, აგრეთვე გაზომვის საშუალების (საშუალებების) ვიზუალურ დათვალირებას და ამზადებს დასკვნას გაზომვის საშუალების (საშუალებების) დამოწმების შედეგების აღიარების შესაძლებლობის შესახებ.

4. დამოწმების დადებითი შედეგების აღიარება ფორმდება შესაბამისი სერტიფიკატით (დანართი 1), რომელშიც შეიტანება საქართველოში გამოსაყენებლად დაშვებული და დამოწმებულად აღიარებული გაზომვის საშუალებების ინდივიდუალური საქარხნო ნომრები.

5. სერტიფიკატის გაცემასთან ერთად, გაზომვის საშუალების პასპორტში (ან სხვა დოკუმენტში) ხდება დამოწმების აღიარების დადასტურება საქსტანდარტის მეტროლოგიის სამმართველოს მიერ.

დანართი: სერტიფიკატის ფორმა დანართთან ერთად – სულ 2 ფ.

 

*

გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემა

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი

 

ს ა ქ ს ტ ა ნ დ ა რ ტ ი

ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი  

 

პირველადი დამოწმების შედეგების აღიარებაზე

 

____“ __________ 200 წ.

 

დსთ-ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულების და ПМГ 07-94 ”გაზომვის საშუალებების დამოწმების შედეგების აღიარების წესის“ საფუძველზე აღიარებულია პირველადი დამოწმების შედეგები.

______________________________________________________________________________________

გაზომვის საშუალების დასახელება

______________________________________________________________________________________

ეკუთვნის ____________________________________________________________________________

იურიდიული პირის დასახელება

_____________________________________________________________________________________

 

ჩატარებულია ________________________________________________________________________

 პირველადი დამოწმების ჩამტარებელი ქვეყანა – ორგანიზაცია

_____________________________________________________________________________________

დამამოწმებელი ლაბორატორიის აკრედიტაციის ატესტატი

 

დაშვებულია გამოსაყენებლად საქართველოში

 

(სერტიფიკატი ძალაშია დანართთან ერთად ………. ფ).

მეტროლოგიის სამმართველოს

უფროსი  თ. ჩხეიძე

დ ა ნ ა რ თ ი

(სერტიფიკატი ………. გაცემული ………..)

 

გაზომვის საშუალების საქარხნო №№

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

             ვადასტურებ“

 შემსრულებლის ხელმოწერა

_______________________________

_______________________________