“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”

  • Word
“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 14/03/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.185
  • Word
49
11/03/2002
სსმ, 25, 14/03/2002
010.240.030.11.117.005.185
“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.185

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №49

2002 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და  სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა  ატესტაციის შესახებ

საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-87 მუხლების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები სამართლებრივი უზრუნველყოფისა და”.

2. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეებისათვის მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ იქნეს ატესტაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა პროგრამების” შესაბამისად.

3. სახაზინო სამსახურის მოხელეთა ატესტაციის ჩატარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ლევან ჭიჭინაძეს.

ზ. ნოღაიდელი