დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 17/05/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.010.000.11.119.005.227 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/05/2002 - 20/09/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.005.227
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №85/ნ
2002 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე, 24-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეორიენტაციის პროცესში სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“;
ბ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.“;
გ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„მუხლი 111
უმაღლესი განათლების სამედიცინო სპეციალობის პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი არის სამი სახის:
ა) ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ბ) ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატი;
გ) უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი.“;
დ) დებულების 22-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული საექიმო საქმიანობის პროფილი“;
ე) დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23
საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით.“;
ვ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 24-ე მუხლი;
ზ) დებულების 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33
ფარმაცევტის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, სერტიფიკატი შეიძლება იყოს ზოგადი პროფილის ფარმაცევტისა და ფარმაცევტ-სპეციალისტის. ფარმაცევტ-სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა შემდეგ სპეციალობებში:
ა) ფარმაცევტ-ორგანიზატორი;
ბ) ფარმაცევტ-ტექნოლოგი;
გ) ფარმაცევტ-ანალიტიკოსი;
დ) ფარმაცევტ-ტოქსიკოლოგი.“;
თ) დებულების 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის ფარმაცევტულ სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული ფარმაცევტული საქმიანობის პროფილის მიხედვით;
ი) დებულების 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით;“;
კ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს 43-ე მუხლი;
ლ) დებულების 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49
„საბჭოს“ შემადგენლობაში შედის 25 წევრი, რომელთა წარმომადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) „სამინისტროს“ – 6 წევრი;
ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს – 5 წევრი;
გ) იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც გააჩნიათ სამედიცინო სამსახური – 3 წევრი;
დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებს – 7 წევრი;
ე) საზოგადოებრიობას – 2 წევრი;
ვ) სამედიცინო დაწესებულებებს – 2 წევრი;“
მ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 511-ე, 512-ე, 513-ე და 514-ე მუხლები:
„მუხლი 511
„საბჭოს” სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით, არა უმცირეს კვარტალში ერთხელ ან „საბჭოს” სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით.
მუხლი 512
„საბჭო“ უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება „საბჭოს” წევრთა ორი მესამედი. „საბჭოს” გადაწყვეტილება მიიღება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (ღია ან ფარული კენჭისყრით), ხმათა თანაბრობისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 513
„საბჭოს” გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელისმოწერით ადასტურებენ თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 514
„საბჭოს” თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს მისი მოადგილე.”;
ნ) დებულების 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63. დროებითი სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა 1 წლამდე ვადით.“;
ო) დებულების 75-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;“;
პ) დებულების 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94
განმეორებით სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებიდან არა უადრეს ექვსი თვისა;“;
ჟ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის X თავი და 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე, მე-100, 101-ე და 102-ე მუხლები:
„თავი X
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი
მუხლი 96
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის (სპეციალისტის) სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს განათლება სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ სპეციალობებში.
მუხლი 97
უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალს ენიჭება „სპეციალისტის –არასამედიცინო უმაღლესი განათლებით“ სახელმწიფო სერტიფიკატი.
მუხლი 98
სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სპეციალობებში.
მუხლი 99
„სპეციალისტის” სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად კონკრეტულ სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი:
ა) რომელსაც გააჩნია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის ან ასპირანტურის კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა ან უცხო ქვეყნის ანალოგიური მოწმობა, აღიარებული საქართველოს მიერ;
გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა; ამასთან, მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.*
მუხლი 100
სერტიფიკატის მაძიებლის სპეციალობას განსაზღვრავს:
ა) უმაღლესი განათლების პროფილი და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება;
ბ) საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციის გრიფი (მაძიებლებს, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქვთ მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი);
გ) უკანასკნელ წლებში (არანაკლებ შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის ხანგრძლივობისა) პრაქტიკული საქმიანობის პროფილი.
მუხლი 101
„სპეციალისტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების დადასტურება ხდება ხელახალი სერტიფიცირების (რესერტიფიცირების) მეშვეობით.“.
2. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს შემადგენლობა:
ამირან გამყრელიძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თავმჯდომარე:
ზეზვა ღუღუნიშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი, საბჭოს წევრი;
მარინე ღუდუშაური – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
იაგორ კალანდაძე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
ქეთევან კავთიაშვილი – სტანდარტიზაციის, ნორმირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი;
რომან შაქარიშვილი – საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
დავით ტვილდიანი – სამედიცინო ინსტიტუტ „აიეტის“ რექტორი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
რამაზ ხეცურიანი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
დავით გორდელაძე – ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
გია აბესაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო სამსახურის უფროსი, საბჭოს წევრი;
არჩილ ბურჯანაძე – თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ჰოსპიტალის უფროსი, საბჭოს წევრი;
ლია მამალაძე – საქართველოს ექთანთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
მამუკა მარგველაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ნინო ვეფხვაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ნოდარ ლომიძე – საქართველოს ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ალექსანდრე ალადაშვილი – საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის წარმომადეგენელი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
გურამ კიკნაძე – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საკანონმდებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
გიორგი ლობჟანიძე – საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ნანა გორგასლიძე – საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;
ირაკლი სასანია – მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს „რესპუბლიკა“ გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;
გიორგი ხეჩინაშვილი – ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ყარამან ფაღავა – საქართველოს პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენელი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
თამარ დეკანოსიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიოეთიკის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ლალი ებანოიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
* მაძიებლები, რომლებსაც არ უმუშავიათ სპეციალობით ბოლო 5 წლის განმავლობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად ვალდებულნი არიან გაიარონ კვალიფიკაციის ამაღლების სრულვადიანი კურსი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები