დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანებით დამტკიცებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/04/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 26/04/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/06/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.11.113.005.252 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.005.252
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-60
2002 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანებით დამტკიცებულ „სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2001 წლის 28 მაისის №2-85 ბრძანებით დამტკიცებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ინსპექციის შემადგენლობაშია:
ა) აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის პროუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
ბ) აფხაზეთის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის სამმართველო;
გ) სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის საქალაქო სამმართველოები და რაიონული განყოფილებები;
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ დ. შერვაშიძეს.
მინისტრის პირველი მოადგილე ნ. მამალაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები