დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №19/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 15/05/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.005.285 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.285
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №135/ნ
2002 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №19/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
"სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №19/ო ბრძანების "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტის პროცედურის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 16 თებერვლის №19/ო ბრძანებით დამტკიცებული პირველი დანართის (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესი) მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი ნივთიერების ან/და პრეპარატის საქართველოში რეგისტრაციის შესახებ (მხოლოდ საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისას)."
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა.გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები