დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 05/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.400.000.12.216.005.328 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.328
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №127
2002 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების მოწერიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ მე-14 მუხლის, მე-15 მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებული საქსტანდარტის დებულების მე-3 თავის მე-8 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანისას მათი ტიპის დამტკიცების და დამოწმების პროცესის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უზრუნველსაყოფად არასარწმუნო გაზომვების უარყოფითი შედეგებისაგან ქვეყნის ეკონომიკისა და მოქალაქეთა დაცვის მიზნით, ვაბრძანებ:
1. დამტკიცდეს „გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანისას მათი ტიპის დასამტკიცებლად და დასამოწმებლად წინასწარი განცხადების განხილვის წესი“ (დანართი 1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღეში.
თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი შ. კოხრეიძე
დანართი 1
გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანისას მათი ტიპის დასამტკიცებლად და დასამოწმებლად წინასწარი განაცხადების განხილვის
წ ე ს ი
1. წესი განსაზღვრავს გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების და დამოწმების (ატესტაციის) უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს საქართველოში მათი იმპორტით შემოტანისას.
2. სახელმწიფო ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ახორციელებენ გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანას, წინასწარ შეუძლიათ წარადგინონ საქსტანდარტში შესაბამისი განაცხადი ამ გაზომვის საშუალბების ტიპის დამტკიცებასა და დამოწმებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იმ მიზნით, რომ საქსტანდარტიდან მიღებული წერილობითი განმარტებების საფუძველზე წინსწრებით (გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანამდე ან გამოყენებამდე) განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები აღნიშნული მეტეორლოგიური პროედურების განხორციელეებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად.
3. სახელმწიფო ორგანიზაციები, დაწესებულებები, იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ გაზომვის საშუალებების იმპორტით შემოტანას, ამ გაზომვის საშუალებების გაყიდვამდე, გაქირავებამდე და დანიშნულებისამებრ გამოყენებამდე აუცილებლად ახდენენ მათი ტიპის დამტკიცებას და დამოწმებას.
4. განაცხადს გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების შესაძლებლობასთან დაკავშირებით საქსტანდარტი განიხილავს 15 დღის ვადაში და იღებს არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას ამ შესაძლებლობის განხორციელების შესახებ:
ა) გამოცდების საქართველოში ჩატარების გზით;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩატარებულ გამოცდებში საქსტანდარტის წარმომადგენლების მონაწილეობის გზით;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ გაცემული ტიპის დამტკიცების დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე;
დ) საქსტანდარტის მიერ შემუშავებული გამოცდების მეთოდიკის გმოყენებით (კომისიური წესით).
5. განაცხადს გაზომვის საშუალებების დამოწმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით საქსტნდარტი განიხილავს 10 დღის ვადაში და იღებს არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას ამ შესაძლებლობის განხორციელების შესახებ:
ა) საქტანდარტის მიერ, საკუთარი ტექნიკური ბაზის გამოყენებით;
ბ) საქსტანდარტის მიერ, სხვა ორგანიზაციის ტექნიკური ბაზის გამოყენებით;
გ) საქსტანდარტის მიერ, დაინტერესებული განმცხადებლის (იმპორტიორის) ძალებით უზრუნველყოფილი ტექნიკური ბაზის გამოყენებით;
დ) იურიდიული პირების აკრედიტებული მეტროლოგიური სამსახურების მიერ;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ გაცემული დამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
6. საქსტანდარტი წერილობით მიაწოდებს განმცხადებელს სრულ ინფორმაციას იმპორტით შემოსატანი (შემოტანილი) გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების და დამოწმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არსებული მდომარეობის და ამ გაზომვის საშუალებების ქვეყანაში გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.
7. საქსტანდარტი ახორციელებს მუდმივ მეტროლოგიურ ზედამხედველობას განაცხადში მითითებულ გაზომვის საშუალებებზე, ამ გაზომვის საშუალებების გაყიდვამდე, გაქირავებამდე და დანიშნულებისამებრ გამოყენებამდე მათი ტიპის დამტკიცებისა და დამოწმების უზრუნველყოფის მიზნით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები