დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო ოლქებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/2002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 29/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 05/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.13.007.005.334 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.334
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №13/2002
2002 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო ოლქებში ახალი საარჩევნო ვადის განსაზღვრის შესახებ
ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, 2002 წლის 2 ივნისს არჩვენების დღეს მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. 18.09 ომალოს, 28.34 შატილის, 75.01 აჟარის, 75.02 ჩხალთისა და 75.03 გენწვიშის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღე განისაზღვროს 2002 წლის 30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, რომელსაც დაადგენენ საარჩევნო ოლქები.
2. ხმების დათვლა მოხდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები