დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 18.03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ამ კომისიის უფლებამოსილების №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაზე დაკისრების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/2002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 21/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.13.007.005.367 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.367
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №24/2002
2002 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
18.03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ამ კომისიის უფლებამოსილების №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიაზე დაკისრების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. შეუწყდეს ვადამდე უფლებამოსილება 18.03 ზემო ალვანის თემის საარჩევნო ოლქის მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიას.
2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-6 საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განახორციელოს №18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიამ.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები